png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

  • პოლიტიკა
  • 14.07.2016
  • 11:56
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

ბათუმში მე-13 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" გაიხსნა. მე-13 საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა გახსნეს. კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თავმჯდომარემ რასტისლავ კაჩერმა.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. კონფერენციის ფარგლებში მინისტრი სიტყვით გამოვა თემატურ სესიაზე: „ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მიმოხილვა და მისი პრიორიტეტები ასოცირებული ქვეყნებისათვის", რომელსაც მოდერაციას გაუწევს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, ავსტრიის რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-კანცლერი მაიკლ შპინდელეგერი.

"აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს  აქვს ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკური ლიდერებისა და ექსპერტული წრეების დიდი მხარდაჭერა. დღეს ყველანი ერთად ვიმსჯელებთ საქართველოს ევროპულ გზაზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებებზე"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა" გახსნის ცერემონიის კომენტირებისას. 

მინისტრის განცხადებით კონფერენციის ფარგლებში მსჯელობა წარიმართება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშნელოვან ასპექტებზე, მათ შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესზე,  ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე, ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაციის მიმდინარეობაზე.

"ყველა იმ კომპონენტზე, რამაც უკვე მოიტანა დადებითი შედეგები საქართველოსთვის, მაგალითად ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, თუ რამდენად დადებითი შედეგები მოუტანა მან საქართველოს. იზრდება ექსპორტი და  ჩვენი წილი ევროკავშირის ბაზარზე. ეს არის კონკრეტული შედეგი ჩვენი  ბიზნესისთვის. ასევე ხელშესახებია შედეგები განათლების სფეროში, ტრანსპორტის მიმართულებით, ენერგეტიკის მიმართულებით, კულტურის სფეროში, სექტორალური ინტეგრაციის მიმართულებით"- განაცხადა მინისტრმა. 

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში  ასევე გაიმართება  საგარეო უწყების ხელმძღვანელის ორმხრივი შეხვედრები.

ყოველწლიური კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპატარის ორგანიზებით ტარდება და ბათუმი ღონისძიებას 14-15 ივლისს უმასპინძლებს. ​

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge