png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ლისის „მწვანე ქალაქში" უკვე მეოთხე პარკი გაიხსნა

  • პოლიტიკა
  • 14.07.2016
  • 13:02
ლისის „მწვანე ქალაქში" უკვე მეოთხე პარკი გაიხსნა

ლისის „მწვანე ქალაქში" უკვე მეოთხე პარკი გაიხსნა.

პარკი ცნობილი მომღერლის „ტრიო სიმის" ერთ-ერთი წევრის, რეზიკო გელაშვილის სახელობის იქნება, ამიტომ  გახსნის ღონისძიება სიმბოლურად მის დაბადების დღეს, 13 ივლისს გაიმართა.

ღონისძიებას „ლისი დეველოპმენტისა" და  კომპანია GRDC-ის დამფუძნებელი  მამუკა ხაზარაძე,  თბილისის მერი  დავით ნარმანია და  რეზიკო გელაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ. „ტრიო სიმის" გარდაცვლილი წევრის პატივსაცემად ღონისძიებაზე შესრულდა მრავალჟამიერიც.

კომპანია ,,ლისი დეველოპმენტის'' ინიციატივით, 13 ივლისს ტრიოების ფესტივალსაც ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ყოველ წელს, რეზიკო გელაშვილის დაბადების დღეს, მისსავე სახელობის პარკში გაიმართება.

პარკში სტუმრობა და დასვენება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

რეზიკო გელაშვილის სახელობის პარკი მეტი სივრცითა და პანორამული ხედებით გამოირჩევა და ის ლისზე მდებარე სხვა პარკების მსგავსად, იტალიური ხეების ნერგებითა და მოსასვენებელი ინვენტარით იქნება მოწყობილი. უახლოეს მომავალში პარკში განთავსდება ამფითეატრიც.

კომპანია „ლისი დეველოპმენტი" ეკოლოგიური გარემოს შექმნაზე ორიენტირებული კომპანიაა. პროექტის ,,მწვანე ქალაქი ლისზე'' მთავარი კონცეფცია 80/20 - ია, რაც იმას გულისხმობს, რომ ტერიტორიის მხოლოდ 20% ეთმობა საცხოვრებელ შენობებს, დანარჩენი 80% კი გამწვანებისთვის და დამატებითი ინფრასტრუქტურისთვისაა განკუთვნილი.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge