png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციები დაასრულა

  • პოლიტიკა
  • 14.07.2016
  • 14:06
პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციები დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარაში უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან შეხვედრები დაასრულა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილმა კონსულტაციები უმაღლესი საბჭოს ყველა ფრაქციის თავმჯდომარესთან და წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურა პატარაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

შეხვედრების დასრულების შემდეგ, ქვეყნის პირველმა პირმა განცხადება გააკეთა.

"რამდენიმე დღის წინ, არჩილ ხაბაძემ, გააკეთა პოლიტიკური განცხადება თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით. ეს პოლიტიკური განცხადება განპირობებული იყო იმ ინტენსიური საარჩევნო კამპანიით და მოღვაწეობით, რომელშიც იგი აპირებს ჩაბმას.

გუშინ საღამოს მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა მომმართეს შესაბამისი განცხადებით, რომელიც მე დავაკმაყოფილე, და კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, აჭარაში, მთავრობასთან კონსულტაციის გზით, დღეს დილით დავნიშნე პრეზიდენტის რწმუნებული და მისი ადმინისტრაცია. მყისიერად, ამ დანიშვნისთანავე, მე დავიწყე, ასევე კანონმდებლობის საფუძველზე კონსულტაციები აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან, ხსენებული კანდიდატურის - ზურაბ პატარაძის წარდგენასთან დაკავშირებით. ახლა უკვე შესაბამისი წარდგინება გადაგზავნილია აჭარის უმაღლეს საბჭოში. წარმოებული კონსულტაციების შედეგად, მაქვს იმის მტკიცე რწმენა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო ახალ კანდიდატურას, რომელიც არის გავლილი აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან, წარდგენილ იქნა კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციით, აჭარის უმაღლესი საბჭო უახლოეს მომავალში დაამტკიცებს.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო არჩილ ხაბაძეს იმ მოღვაწეობისთვის, რომელიც განახორციელა წლების განმავლობაში.

მე დღეს დავდივარ აჭარაში, რომელიც სავსე არის ტურისტებით, სავსე არის ძალიან შთამბეჭდავი ახალი პროექტებით და მსურს ვუსურვო ზურაბ პატარაძეს, ამ მნიშვნელოვანი მისიის გაგრძელება.

ზურაბ პატარაძესთან, ასევე ბუნებრივია, ჩემი ძალიან მტკიცე პოზიცია და, ასე ვთქვათ, გზავნილი არის ის, რომ აჭარაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული, უმაღლესი სტანდარტის, ევროპული სტანდარტის არჩევნები, და ასევე ის ეკონომიკური პროცესი, რომელიც ახლა რეგიონში მიმდინარეობს და გაგრძელდება ეს არის, როგორც ტურისტული სეზონი, ასევე სასოფლო-სამეურნეო სეზონი იქნას წარმართული ეფექტიანად", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge