png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სამცხე-ჯავახეთში დაავადება „თურქულის" საწინააღმდეგო საერთაშორისო სწავლებები მიმდინარეობს

  • პოლიტიკა
  • 14.07.2016
  • 14:07
სამცხე-ჯავახეთში დაავადება „თურქულის" საწინააღმდეგო  საერთაშორისო სწავლებები მიმდინარეობს

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაავადება „თურქულის" საწინააღმდეგო საერთაშორისო სიმულაციური სავარჯიშოები მიმდინარეობს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულის სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად სწავლებებში სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთის სპეციალისტები, საერთაშორისო ექსპერტები და ტრენერები მონაწილეობენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ქვეყნის მთავარი ვეტერინარის მიხეილ სოხაძის განცხადებით, სიმულაციური სავარჯიშო მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების შესაძლებლობების შეფასებას და  გაძლიერებას „თურქულის" ეპიდემიოლოგიური აფეთქების შემთხვევაში, რაც დაავადების კონტროლსა და პრევენციას შეუწყობს ხელს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ „თურქულის" საწინააღმდეგოდ განხორციელებული ვეტერინარული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში ეპიზოოტიურად სტაბილური მდგომარეობაა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაქცინაცია  წელიწადში ორჯერ ტარდება. მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემებით, თურქულის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულია მილიონ  200 ათასამდე  სული წვრილფეხა და მსხვილფეხა  პირუტყვი.

თურქული (Foot and Mouth Disease) ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელიც  სწრაფად ვრცელდება და დიდ ეკონომიკურ ზარალს იწვევს. ქვეყანაში დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში, ფერხდება ცოცხალი ცხოველებისა და მეცხოველეობის, ზოგჯერ მცენარეული პროდუქციის ექსპორტიც.

საქართველოში საერთაშორისო სიმულაციური სავარჯიშოების  ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მაისში, პარიზში ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) 84 -ე გენერალურ სესიაზე მიიღეს. სწავლებები  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  (FAO) და ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge