png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„დაიცავი ჩემი უფლებები" - კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება შშმ მოზარდების მონაწილეობით

  • საზოგადოება
  • 14.07.2016
  • 17:50
„დაიცავი ჩემი უფლებები" - კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება შშმ მოზარდების მონაწილეობით

16 ივლისს, 13:00 საათზე, მთაწმინდის პარკში, ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება შშმ მოზარდების მონაწილეობით სახელწოდებით „დაიცავი ჩემი უფლებები".

ღონისძიებაზე მოეწყობა შშმ პირთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები (დღის ცენტრების ბენეფიციარები - 40 შშმ პირი). ისინი წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ ნამუშევრებს ხეზე, მინაზე, თექაზე და ნახატებს თემაზე „დაიცავი ჩემი უფლებები!". მათი მიზანია კიდევ ერთხელ დაანახონ საზოგადოებას, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, რომ ყველა ადამიანი თანასწორია თავის შესაძლებლობებში, რომ საზოგადოების მხრიდან უბრალოდ საჭიროა ამ შესაძლებლობების გამოვლენის ხელშეწყობა. მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს შშმ პირების შემოქმედებითი შესაძლებლობების საზოგადოებისთვის წარმოჩენას.

პროექტის ფარგლებში დაიბეჭდება საინფორმაციო მასალები და ასევე მომზადდება ბანერი სლოგანით „დაიცავი და პატივი ეცი ჩემს უფლებებს", რომელსაც მთაწმინდის პარკში მისული სტუმრები ხელს მოაწერენ ნებაყოფლობით.

არასამთავრობო ორგანიზაცია  „ნაბიჯ-ნაბიჯ,  Step by Step"   პარტნიორ ორგანიზაცია  „Friends of the United Nations" USA-თან ერთად 2011-წლის დეკემბერში ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოში, თუმცა  ორგანიზაციის დამფუძნებლები, საბჭოს წევრები და წევრები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად  დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ   შშმ პირთა პრობლემებზე. 2012-2013 წლებში ორგანიზაცია იყო აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში ჩატარებული ადამიანთა უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის  ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ორგანიზაციის მიზანია დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მოზარდებს  ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ხელი შეუწყოს მათ ფიზიკურ, ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას და  საზოგადოებაში ინტეგრაციას.  ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების  პრობლემებზე.

 

ორგანიზაციის პრეზიდენტი გახლავთ გიორგი ქობალია, რომელიც 2002 წლიდან  პოსტვაქცინალური გართულების  გამო  დაავადდა  ენცეფალომიელიტით, რამაც თავის მხრივ განაპირობა ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვა. გიორგი 26 წლის ახალგაზრდაა, რომელმაც მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, შეძლო ძალიან ბევრი, გადალახა ბევრი წინააღმდეგობა და დღესდღეობით თავის გამოცდილებას უზიარებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს.

ორგანიზაციას აქვს გაფორმებული მემორანდუმი საზაფხულო ბანაკთან ამერიკაში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების  მშობლებთან ერთად აღნიშნულ ბანაკში გაგზავნას. ცხოვრების ხარჯებს აფინანსებს ამერიკული მხარე, ხოლო მგზავრობის ხარჯებს - ოჯახი.

ორგანიზაცია ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით.

ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ, Step by Step" ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი ხელშეწყობა.

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge