png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის პარლამენტის ვიცე-სპიკერ კარლ ჰაინც კოპფს შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 14.07.2016
  • 19:47
დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის პარლამენტის ვიცე-სპიკერ კარლ ჰაინც კოპფს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, კარლ ჰაინც კოპფს შეხვდა, რომელიც მონაწილეობას იღებს ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში  „საქართველოს ევროპული გზა.“

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, აგრეთვე საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი და ავსტრიის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში არად ბენკო. 

შეხვედრაზე აღინიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ავსტრიის მიერ საქართველოში საელჩოს გახსნა და მუდმივმოქმედი დიპლომატიური კორპუსი. მხარეებმა განაცხადეს,  რომ ამ ნაბიჯით ხაზი გაესვა ავსტრია-საქართველოს განსაკუთრებული პარტნიორული  ურთიერთობების არსებობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორისთანამშრომლობაზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში დააღინიშნა ის მნიშვნელოვანიდახმარება, რომელსაც ავსტრიაახორციელებს საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვან საკვანძო საკითხში ავსტრია მხარდამჭერი ქვეყანაა. ამჟამად ქვეყნები ნაყოფიერად თანამშრომლობენ ეკონომიკის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, კულტურისა და სხვა სფეროებში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მიმდინარე თანამშრომლობაზე სამთო ტურიზმის მიმართულებით. აღინიშნა, რომ ავსტრიის გამოცდილება ამ მიმართულებით საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ავსტრიის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებსა და რეფორმებზე, რომელთა მიზანსაც საქართველოში ბიზნესგარემოს ხელშეწყობა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება წარმოადგენს.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის განვითარებასა და ამ მხრივ, საქართველოს ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ამ კუთხით კერძო სექტორის დაინტერესება საქართველოში წარმოების გადმოტანასთან დაკავშირებით შეიძლება საინტერესო იყოს, რაც მათ საშუალებას მისცემს, ჰქონდეთ წვდომა როგორც საქართველოს, ასევერეგიონის ქვეყნების ბაზრებზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge