გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
- საზოგადოება
- 15.07.2016
- 14:10
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ის, რომ საქართველოში ასვენია ღვთისმშობლის კვართი, ეს ყველას ძალიან დიდი პასუხისმგებლობას აკისრებს.
"პასუხისმგებლობას გვაკისრებს ყველა ჩვენგანს, ვიყოთ ღირსი, რომ ვიყოთ ნამდვილად საქართველოს შვილები. მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე მთელ საქართველოს, მთელ საქრისტიანოს, განსაკუთრებით სამეგრელოს, ამ უმშვენიერეს კუთხეს და უმშვენიერეს ხალხს, რომელიც აქ ცხოვრობს. მინდა, ვუსურვო მშვიდობა და მინდა, ვუსურვო უკეთესი ხვალინდელი დღე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200