primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

მარგველაშვილი: ვფიქრობ, რომ ოვაციით არ უნდა შევხვდეთ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას

  • პოლიტიკა
  • 15.07.2016
  • 15:21
მარგველაშვილი: ვფიქრობ, რომ ოვაციით არ უნდა შევხვდეთ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას

საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, მონაწილეობა მიიღო თემატურ შეხვედრაში „დიალოგი პრეზიდენტთან“, რომელიც ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა-სტაბილურობა, განვითარება და მრავალფეროვნება“ ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას GLOBSEC-ის თავმჯდომარე რასტისლავ კაჩერი უძღვებოდა.     გიორგი მარგველაშვილმა მოდერატორისა და დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა.

საქართველოს პრეზიდენტმა საუბრის დაწყებამდე, საფრანგეთში, ნიცაში, 14 ივლისს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ხალხი საკუთარი იდენტობით, ცხოვრების სტილითა და მოწოდებით, ბუნებრივად ევროპული ოჯახის ნაწილია და საქართველოს ევროპული გზა ჩვენი საზოგადოების მტკიცე არჩევანია.

შეხვედრისას ევროკავშირში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის საკითხზეც ისაუბრეს.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ ოვაციით არ უნდა შევხვდეთ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას, მაგრამ ამავე დროს არ ვფიქრობ, რომ უნდა გადავაჭარბოთ შეფასებები და ვუწოდოთ ამ პროცესს კატასტროფა.

პირველ რიგში, მოდით აღვნიშნოთ, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი მიმდინარეობს ძალიან ცივილური გზით. არ აქვს მნიშვნელობა, რა რთულია ეს პროცესი. არც ერთი მხარე არ ცდილობს შური იძიოს ერთმანეთზე და ცდილობენ, რომ უპრობლემოდ გადაჭრან საკითხი. სამწუხაროდ, ჩვენ წარსულიდან გვახსოვს საბჭოთა კავშირიდან ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის გამოსვლის მცდელობის მაგალითები, როდესაც ტანკებმა და არა რეფერენდუმმა გადაწყვიტა ვინ სად დარჩებოდა და რა პირობებში. სწორედ, ეს არის ევროკავშირის სარგებელი, რომ აჩვენოს, თუ რამდენად ფასდება ადამიანის პერსონალური გადაწყვეტილება.

ბრიტანეთი მისი არსით, მენტალიტეტით ევროპული თვითმყოფადობის საყრდენია, ამიტომ თუ ის იქნება ევროკავშირის მიღმა, ეს არ ნიშნავს, რომ ევროპა შეიცვალა, არამედ შეიცვალა მხოლოდ ევროპული სტრუქტურა. მაგრამ ევროპული ქვეყნები შექმნიან თანამშრომლობის ახალ ფორმატს, რაც ძალიან საინტერესოა ევროპული ქვეყნების ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობის მხრივ. იქნება ეს შვეიცარია, ბრიტანეთი და შესაძლოა,  საქართველოც იყოს შემდეგი სამიზნე, რომელიც გადმოიტანს ამ თანამშრომლობის ფორმატს, რაც უფრო დაგვაახლოებს ევროპასთან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებული და დროული დასრულება. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაციას ახლავს ის კონკრეტული სირთულეები და გამოწვევები, რომელიც ევროგაერთიანებაში მუდმივად არსებობს, თუმცა ეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას,  რომ გახდეს საერთო ღირებულებებსა და დაცულობაზე დაფუძნებული ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი, ვერ შეცვლის და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია.

საუბარი ასევე შეეხო NATO-ს ვარშავის სამიტის შედეგებს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეს იყო მნიშვნელოვანი სამიტი, რომელმაც კიდევ  ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და აღნიშნა, NATO-მ უნდა შექმნას კიდევ უფრო დიდი უსაფრთხოების ქოლგა, რომელიც უზრუნველყოფს წევრ და პარტნიორ სახელმწიფოთა დემოკრატიული განვითარების უსაფრთხოებასა და დაცულობას.

შეხვედრის მოდერატორი საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმების მიერ მავთულხლართებისა და სასაზღვრო ნიშნების უკანონო დაყენების საკითხსაც შეეხო. პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული ფაქტები უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებს. გიორგი მარგველაშვილმა მადლიერება გამოხატა სლოვაკეთის პრეზიდენტისადმი და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა კისკამ საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პირადი გადაწყვეტილებით მოინახულა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, რაც საქართველოს მხარდაჭერის მტკიცე დასტური და მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისათვის.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა წინასაარჩევნო გარემოზეც გაამახვილა ყურადღება. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას ჯერ კიდევ არ მიუღია სათანადო პასუხი კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მისი თქმით, აუცილებელია,  სწრაფად და სრულყოფილად იყოს გამოძიებული აღნიშნული ფაქტი და დამნაშავეებს შესაბამისი პასუხისმგბელობა დაეკისროთ.

სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პროკურატურასა და საგამოძიებო სტრუქტურებს დროულად და ამომწურავად გასცენ პასუხი კორცხელის ინციდენტის ირგვლივ დასმულ კითხვებს, რათა მომავალში თავიდან იყოს აცილებული მსგავსი უკანონობის განმეორება.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამეტო არჩევნები მაღალი ევროპული სტანდარტებით ჩატარდეს, რაც საქართველოს ევროპულ გზაზე წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

შეხვედრის დასასრულს, GLOBSEC-ის თავმჯდომარემ რასტისლავ კაჩერმა საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის პრეზიდენტისგან სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge