png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

2016 წელს პენსიების 50 ლარით ზრდა შესაძლებელია

  • ეკონომიკა
  • 14.10.2015
  • 11:06
2016 წელს პენსიების 50 ლარით ზრდა შესაძლებელია

„ბიძინა ივანიშვილის მმართველობის მეოთხე წლის დაწყება ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისით, ლარის გაუფასურებით, სამუშაო ადგილების კარგვითა და ხალხის მასობრივი გაღარიბებით აღინიშნება“, აღნიშნულის შესახებ განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.

ჭიაბერაშვილის განმარტებით, “ქართული ოცნების” დაპირებები კომუნალურ გადასახადებზე ტარიფების გაიაფების, უფასო გრძელვადიანი კრედიტების და არნახული ეკონომიკური ზრდის შესახებ, უბრალოდ, ტყუილი აღმოჩნდა. შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის მიზეზი არასწორი, მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკაა, რომელსაც ივანიშვილის მთავრობა მისდევს.

„რომ არა ივანიშვილისა და მისი ბიუროკრატიის სიხარბე და სურვილი, ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით შექმნილი ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრება მოიწყონ, არსებულ ვითარებაშიც კი შესაძლებელი იქნებოდა საბიუჯეტო სახსრების გამოყენება საზოგადოების ყველაზე გაჭირვებული ფენების მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და გაჭირვებულ ფენას პენსიონერები მიეკუთვნებიან, რომელთაც ეკონომიკურმა კრიზისმა და ფასების ინფლაციამ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა. 10%-ით არის გაზრდილი ფასები მედიკამენტებსა და ჯანდაცვაზე, 7%-ით - კომუნალურ გადასახადებზე. ასეთ პირობებში პენსიის არგაზრდა პენსიონერთა დიდი ნაწილის სიღატაკისთვის გაწირვას ნიშნავს”, აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ენმ-ში მიიჩნევენ, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრომ საარსებო შემწეობა მოუხსნა 30,000 პენსიონერს, რომელთაგან ნახევარზე მეტი მარტოხელაა და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

„იმავე პერიოდში, ბოლო 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუროკრატიის პრემიებსა და დანამატებზე 400 მლნ ლარამდეა დახარჯული მაშინ, როცა პენსიის 50 ლარით გაზრდას 420 მლნ ლარი სჭირდება.

რომ არა ბიუროკრატიის “გამოსაკვებად” გათვლილი უამრავი არაფრისმომცემი პროგრამა, რომელიც ბიუჯეტშია ჩადებული და რომელიც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია, “ქართული ოცნების” მიერვე წარმოდგენილ 2016 წლის ბიუჯეტში შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს პენსიის 50-ლარიანი ზრდა.

ამისათვის საჭიროა ბიუროკრატიის შემცირება, უსარგებლო პროექტების დაფინანსების შეწყვეტა, საყოველთაო დაფინანსებიდან მიზნობრივი ჯგუფების დაფინანსებაზე გადასვლა. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გავხადოთ სახელმწიფო ბიუჯეტის სოციალური ნაწილი მიზნობრივ ჯგუფებზე ორიენტირებული”, აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge