primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

თიბისი გალერეაში ახალი ჟურნალის - „ანაკლია" - პრეზენტაცია გაიმართება

  • ეკონომიკა
  • 15.07.2016
  • 19:19
თიბისი გალერეაში ახალი ჟურნალის - „ანაკლია" - პრეზენტაცია გაიმართება

18 ივლისს 19:00 საათზე  თიბისი გალერეაში ახალი ჟურნალის - „ანაკლია" - პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალი დეტალურად გააშუქებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას, ისევე როგორც  სხვა ეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ და კულტურულ თემებს.
 ჟურნალს გამოსცემს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი. მის ავტორებს შორის არიან აკა მორჩილაძე, გიორგი კეკელიძე, ნათელა გრიგალაშვილი, გოგა ჩანადირი, მანანა ვარდიაშვილი, მერაბ ადეიშვილი, დავით მაჭავარიანი და სხვები.
 ჟურნალი „ანაკლია" ორ თვეში ერთხელ გამოვა. მისი ტირაჟი 3 000 იქნება და ის უსასყიდლოდ გავრცელდება.
 ჟურნალის პრეზენტაციას დაესწრებიან ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანადამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე, ასევე კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ახვლედიანი, სახელმწიფო სტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე  ჟურნალის პირველ ნომერს  წარმოგიდგენთ.
 პრეზენტაცია კონცეპტუალური ხასიათისაა. თიბისი გალერეაში წარმოდგენილი იქნება ზღვის თემატიკაზე შექმნილი არტობიექტი და ვიდეოინსტალაცია, რომელიც ახალგაზრდა არტისტებმა სალომე დუმბაძემ და დიმიტრი დადიანმა მოამზადეს.
 ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შავი ზღვის სანაპიროზე განავითარებს და  ოპერირებას გაუწევს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას.
 ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 1000 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდები. პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე შეუძლებელი იყო.
 ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება. საქართველოს მოქალაქეებისგან დაკომპლექტდება მშნეებლობის ეტაპზე მომუშავეთა 90% და პორტის განვითარების ეტაპებზე დასაქმებულ კვალიფიციურ თანამშრომელთა სულ მცირე 40%-50%. პორტი ოპერირებას მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში დაიწყებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge