png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პრემიერი: სამხედრო გადატრიალებები, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია

  • პოლიტიკა
  • 16.07.2016
  • 11:23
პრემიერი: სამხედრო გადატრიალებები, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია

ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მეგობარ თურქეთში დემოკრატიულ განვითარებას და დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას საფრთხე არ შეექმნას, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია იქ სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პრემიერის შეფასებით, სამხედრო გადატრიალებები, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმ საფრთხეებზე იმსჯელეს, რაც შეიძლება ამ სიტუაციიდან საქართველოსთვის მომდინარეობდეს; განიხილეს საზღვრებზე არსებული ვითარება და გააანალიზეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაცია.

„დილამდე დავაკვირდებით ვითარებას. ჯერჯერობით, ჩვენივე მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თურქეთის მიმართულებით, საზღვარზე გადასვლა შევზღუდეთ. საჰაერო საზღვარიც ამ წუთისთვის ჩაკეტილია, იქიდან გამომდინარე, რომ ფრენები არ ხორციელდება. დილის მდგომარეობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ მოხდება ცვლილება ამ მიმართულებით. ჯერჯერობით ვაკვირდებით სიტუაციას. ჩვენ ვურჩევდით ჩვენს მოქალაქეებს, მანამ, ვიდრე სიტუაცია დასტაბილურდება, და დიდი იმედი გვაქვს, საუბარია ძალიან მოკლე პერიოდზე, თავი შეიკავონ თურქეთის მიმართულებით მგზავრობისგან, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. თურქეთის მიმართულებით მგზავრობა ამ წუთისთვის მიზანშეწონილი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ იქ ვითარება სტაბილური არ არის. დიდი იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება. დილით, სავარაუდოდ კიდევ გვექნება შეხვედრა და, ოპერატიული ინფორმაციიდან გამომდინარე, გავაკეთებთ კორექტირებას ამ სიტუაციაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურს ასევე დაუსვეს კითხვა, შექმნილ ვითარებაში, ხომ არ არის საფრთხე მოსალოდნელი რუსეთისგან. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ წუთას ასეთი საფრთხე არ ჩანს, თუმცა, ყველა საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული უნდა იყოს.

„სამწუხარო განცხადებები იყო გუშინ, რაც ჩვენთვის ნამდვილად შემაშფოთებელია. ვაანალიზებთ სიტუაციას ამ მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც უსაფრთხოების ზომებზე ვიმსჯელეთ, თუმცა, ამ წუთას რაიმე დესტაბილიზაციის საფრთხე არ ჩანს. ჩვენ, უნდა ვიყოთ ყურადღებით, ყველა საზღვართან მიმართებაში და უნდა გვქონდეს გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები ამ სიტუაციაში. ასეა ამჟამად და, უახლოეს მომავალში, ვიდრე სიტუაცია არ შეიცვლება, ასე დარჩება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა კითხვას, რატომ არ დაესწრო საგარეო საქმეთა მინისტრი უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიხეილ ჯანელიძე, ბათუმში მიმდინარე კონფერენციის ბოლ საპანელო განხილვებში მონაწილეობდა. გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კონფერენციის იმ 30-მდე მონაწილის სამშობლოში დაბრუნების საკითხებს აგვარებს, რომლებმაც, თურქეთში შექმნილი ვითარების გამო, სტამბოლის გავლით, გაფრენა ვერ შეძლეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge