თურქეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგენილია
- ეკონომიკა
- 16.07.2016
- 15:02
თურქეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგენილია. როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, თურქული ავიაკომპანიები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ოპერირებას.
„გაცნობებთ, რომ მოხსნილია შეზღუდვა საქართველოს მოქალაქეების თურქეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით.
ასევე სრულფასოვნად აღდგენილია საჰაერო მიმოსვლა და თურქული ავიაკომპანიები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ოპერირებას”, აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200