png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თურქეთის პრემიერი: დაკავებულია ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილი 2800 ადამიანი

  • პოლიტიკა
  • 16.07.2016
  • 15:18
თურქეთის პრემიერი: დაკავებულია ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილი 2800 ადამიანი

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების ორგანიზებასთან კავშირში ეჭვმიტანილი 2800 ადამიანი დააკავეს.  პრემიერის თქმით, რეიდები და დაკავებები კვლავ გრძელდება. ილდირიმმა აღნიშნა, რომ ამბოხების მონაწილეები უმკაცრესად დასიჯებიან.

როგორც ბინალი ილდირიმმა განაცხადა, თურქეთის ხელისუფლება ვითარებას სრულად აკონტროლებს. ილდირიმის თქმით, თურქეთი ცხოვრების ჩვეულ რითმს დაუბრუნდა. მისი ინფორმაციით, ამბოხის დროს დაიღუპა 161 ადამიანი, 1440-მდე კი დაშავდა. თუმცა მანამდე გენშტაბმა 194 დაღუპულის შესახებ განაცხადა. გარდაცვლილებს შორის სახელმწიფო გადატრიალების 104 მონაწილეა.

ბინალი ილდირიმმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მსგავსად, ამბოხზე პასუხისმგებლობა “პარალელურ სტრუქტურებს” დააკისრა. ამ ტერმინს თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი ღვთისმსახურის ფეთჰულა გიულენის მომხრეებთან დაკავშირებით იყენებს.

“ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს მქადაგებელ გიულენს და არ იქნება თურქეთის მეგობარი, ჩაითვლება თურქეთის წინააღმდეგ მებრძოლად”, - განაცხადა თურქეთის პრემიერმა.

თავად გიულენმა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირი უარყო. გიულენი პენსილვანიაში ცხოვრობს და მოძრაობა “ჰიზმეტს” ხელმძღვანელობს. ის ასევე ხელმძღვამელობს მსოფლიოში საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge