png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კატარში უდაბნოს ყვავილის ფორმის ცათამბჯენი აშენდება

  • ეკონომიკა
  • 18.07.2016
  • 10:56
კატარში უდაბნოს ყვავილის ფორმის ცათამბჯენი აშენდება

კატარის დედაქალაქ დოჰაში ერაყელ-ბრიტანელი, მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორის ზაჰა ჰადიდი არქტიტექტურის მიხედვით, ორი ცათამბჯენი აშენდება. ორი ცათამბჯენიდან ერთ-ერთს სუმბულის ფორმა ექნება და ის იმ სტადიონის მახლობლად აშენდება, სადაც 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი უნდა გაიმართოს.  
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს შეიხმა მუჰამედ ბინ ხამად ალ-თანიმ, კატარის ემირის ძმამ, ჰადიდს 38 სართულიანი სასტუმროს დაპროექტება სთხოვა, რომელიც ფორმით სუმბულის მსგავსი უნდა ყოფილიყო. თუმცა როგორც ხდება, ხშირად მუშაობისას პროექტი იცვლება და ის შესაძლოა საკმაოდ მასშტაბურ პროპექტადაც კი ჩამოყალიბდეს.
ცათამბჯენის სიმაღლე 600 მეტრი იქნება და მისი მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.
რაც შეეხება თავად არქიტექტორს - ზაჰა ჰადიდი ‎იყო ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი, წარმოშობით ერაყელი, ბრიტანელი დეკონსტრუქტივისტი არქიტექტორი.

ჰადიდის ნამუშევართა უმრავლესობა კონცეპტუალურია; მის მნიშვნელოვან პროექტებს მიეკუთვნება:
•    ვიტრას სახანძრო სადგური (1993), ვეილ-ამ-რაინი, გერმანია
•    როზენთალის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (1998), ცინცინატი, ოჰაიო
•    ჰონჰაიმ-ნორზის ტერმინალი და სადგური (2001), სტრასბურგი, საფრანგეთი
•    ბერგისზელის სათხილამურო ტრამპლინი (2002), ინსბრუკი, ავსტრია
•    ორდრუპგაარდ-ანექსი (2005), კოპენჰაგენი, დანია
•    ბე-ემ-ვეს ცენტრალური შენობა (2005), ლაიფციგი, გერმანია.
ზაჰა ჰადიდს ეკუთვნის ასევე უმაღლესი პროფილის საინტერიერო ნამუშევრები, მათ შორის, ლონდონის ათასწლეულის თაღის „მაინდ-ზონა“. ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია ლონდონის აქვა-ცენტრის 20.000 მაყურებლიანი დარბაზი, 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის პროექტის ერთ-ერთი დანამატი.
მრავალ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ჰადიდის საუკეთესო პროექტები არასდროს აშენებულა. მათ შორის აღსანიშნავია ჰონგ-კონგის პიკ-კლუბი და კარდიფის ”ბეი-ოპერა ჰაუზი” უელსში (1994). 2002 წელს მან გაიმარჯვა სინგაპურის უან-ნორზ გენერალური გეგმის პროექტის საერთაშორისო კონკურსში. 2005 წელს მისმა პროექტმა გაიმარჯვა ბაზელის ახალი საქალაქო კაზინოს შენობის კონკურში. 2004 წელს ჰადიდი პირველი ქალი გახდა, რომელსაც პრიცკერის არქიტექტურის პრემია მიენიჭა. ბრიტანეთში მას სამეფო ორდენის წევრობა მიენიჭა არქიტექტურის სფეროში მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის. ჰადიდი ბრიტანიკის ენციკლოპედიის სარედაქტორო საბჭოს წევრია.
აღსანიშნავია, რომ ზაჰა ჰადიდი 2016 წლის 31 მარტს, 65 წლის ასაკში, მაიამიში, გულის შეტევით, გარდაიცვალა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge