png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბორჯომში შშმ პირებისთვის დღის ცენტრი აშენდება

  • ეკონომიკა
  • 18.07.2016
  • 11:01
ბორჯომში შშმ პირებისთვის დღის ცენტრი აშენდება

18 ივლისს, 14:00 საათზე  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართება ქ. ბორჯომში შშმ პირებისთვის დღის ცენტრის მშენებლობის პრეზენტაცია.

 

აღნიშნული დღის ცენტრი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 64 შშმ ბავშვს და მათ ოჯახებს დაეხმარება სოციალურ რეაბილიტაციასა და  საზოგადოებასთან მათი ინტეგრაციის პროცესში. სერვისების შექმნაში ორგანიზაციას მხარდაჭერას უცხადებენ დონორი ორგანიზაციები: გაეროს ბავშვთა ფონდი - UNICEF, რომელიც ჩართული იქნება ფართის სარეკონსტრუქციო და აღჭურვით სამუშაოებში, მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის - MAC დღის ცენტრს დაეხმარება კადრების გადამზადებაში, ხოლო ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დააფინანსებს სარემონტო სამუშაოების ნაწილს.

  ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ ორგანიზაციის საქმიანობა უკავშირდება საქართველოს რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მათი ოჯახების გაძლიერებას და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ  მუნიციპალიტეტებთან სოციალური სერვისების შექმნის საკითხებში. ისინი არაერთი წელია მუშაობენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ბავშვების მშობლებთან.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად  სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“  ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“  20 წლის ვადით სარგებლობაში გადასცა ქ. ბორჯომში, დ. აღმაშენებელის ქ. №31-ში, პირველ სართულზე მდებარე 567.09 კვ.მ. ფართი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge