Apple-მა iPhone 7-თვის უსადენო ყურსასმენები დაარეგისტრირა
- ეკონომიკა
- 18.07.2016
- 11:59
აშშ-ს სავაჭრო ნიშნებისა და პატენტის ბიურომ Apple-ს უსადენო ყურსასმენების სავაჭრო მარკა დაურეგისტრირა. თავის მხრივ ბიური ვალდებულია ყველა გაცემული ნებართვა საჯარო გახადოს. სწორედ აღნიშნულიდან გახდა ცნობილი „ჩაკბეჩილი ვაშლის“ სამომავლო გეგმების მიხედვით. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უსადენო ყურსასმენები უკვე iPhone 7-თვისაც მოესწრება.
სავაჭრო მარკა AirPods -ზე განაცხადი თავად Apple-მა არ შეიტანა. ეს მან კომპანია Entertainment in Flight LLC-ის მეშვეობით განახორციელა, თუმცა რა გამორჩებათ ჟურნალისტებს?
დადგინდა, რომ Entertainment in Flight LLC-სა და Carplay Enterprises -ს ერთიდაიგივე იურიდიული მისამართი აქვთ. Carplay Enterprises -მა კი გასულ წელს მარკა CarPlay დაარეგისტრირა. CarPlay კი არის სისტემა, რომელიც ინტეგრირებულია iOS-ში და ელეტრომობილებისათვის გამოიყენება.
სწორედ ამიტომ ასკვნიან, რომ AirPods-ი სწორედ Apple-მა დაარეგისტრირა.