primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ქუმსიშვილი: დასაქმების ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს

  • პოლიტიკა
  • 18.07.2016
  • 12:21
ქუმსიშვილი: დასაქმების ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა საერთაშორისო კონფერენციაზე „პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“. კონფერენცია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ ორგანიზებით ჩატარდა.

საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებები ასევე გააკეთეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საქართველოში აშშ-ის საგანგებლო და სრულუფლებიანმა ელჩმა იან კელიმ.  

პირველი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დასაქმების ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ მთავრობის ოთხ-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწორედ განათლების რეფორმაა, ისეთ რეფორმებთან ერთად, როგორიცაა ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი  რეფორმები და მთავრობის გადაწყვეტილებების პროცესში ბიზნესის აქტიური  ჩართულობისა და გამჭვირვალობის რეფორმა. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის მიიღო. მათ შორის, დამტკიცდა ,,საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგია და სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც სხვა ამოცანებთან ერთად მიზნად ისახავს შრომისა და დასაქმების სფეროში სამართლებრივი ბაზის სრულყოფას, ეფექტიანი დასაქმების ხელშეწყობას და სამუშაო ძალის შესაძლებლობების განვითარებას. ასევე დამტკიცებულია „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა“, „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამა“ და „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“.

„ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობის და შესაბამისად, მოსახლეობის შემოსავლებისა და კეთილდღეობის ზრდის მიზნით მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ -  კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ხოლო მეორეს მხრივ - კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის შექმნა, რაც როგორც უკვე აღინიშნა, ინკლუზიური განვითარების წინაპირობას წარმოადგენს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ თუკი თქვენ ქვეყანაში გინდათ ეკონომიკის განვითარება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ამისათვის დაგჭირდებათ სათანადო ადამიანური კაპიტალი. მისი თქმით,  მე-20 საუკუნისგან განსხვავებით, ამჟამად ძირეულადაა შეცვლილი დასაქმებისა და განათლების სისტემები. კერძოდ, დღეს ადამიანს ცხოვრების მანძილზე, 4-5-ჯერ მაინც უწევს პროფესიის ცვლილება.

საერთაშორისო კონფერენციაზე „პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“ განიხილება გზები თუ როგორ შეიძლება ადამიანური კაპიტალის განვითარება და პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება. პარალელური სემინარები დაეთმობა თემატურ დისკუსიებს თემებზე: საჯარო-კერძო პარტნიორობა, პროფესიული განათლებაში ჩართულობის გაზრდა და სამუშაოზე-დაფუძნებული სწავლების მოდელები.

კონფერენციაში მონაწილეობს 200-მდე უცხოელი და ქართველი დელეგატი სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე ბიზნესსექტორის მაღალი რგოლის მენეჯერები, სამოქალაქო სექტორის და საერთაშიროსო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საერთაშორისო ექსპერტები გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ავსტრალიის გამოცდილებებს წარადგენენ, საჯარო-კერძო პარტნიორობის კუთხით, რაც დაეხმარება მთავრობას, ასევე კერძო სექტორს, შეიმუშაონ თანამშრომლობის ისეთი მოდელები, რომელიც გაითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და მორგებული იქნება ადგილობრივ გარემოზე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge