ქუთაისში ქართული ოცნება წინასაარჩევნო კამპანიას დღეიდან იწყება
- პოლიტიკა
- 18.07.2016
- 12:49
დღეს, 20:00 საათზე, ქალაქ ქუთაისში ოფიციალურად გაიხსნება ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია,-აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. „კამპანიას გახსნის პრემიერ-მინისტრი, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი. ამავე ღონისძიებაზე დასახელდება იმერეთის მხარის თერთმეტივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი“,-აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა. კანდიდატების წარდგენა 18 ივლისს, ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე გაიმართება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200