გიორგი ლილუაშვილმა თანამდებობა დატოვა
- პოლიტიკა
- 18.07.2016
- 13:49
არსებული ინფორმაციით, თბილის მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა. როგორც 2030.news-ისთვის გახდა ცნობილი, ლილუაშვილის გადადგომის მიზეზი, მისი მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენა გახდა.
სავარაუდოდ, გიორგი ლილუაშვილს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი იმერეთში ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად დღეს წარადგენს.
ქუთაისში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დღეს დაიწყება. ამავე ღონისძიებაზე დასახელდება იმერეთის მხარის თერთმეტივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
კანდიდატების წარდგენა 18 ივლისს, ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე გაიმართება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200