png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრს პიტერ გაშპერშიჩს შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 18.07.2016
  • 18:01
გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრს პიტერ გაშპერშიჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სლოვენიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრს პიტერ გაშპერშიჩს შეხვდა.

მინისტრთან სამუშაო ლანჩზე საუბარი  შეეხო  საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს, მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტებს, ტრანსკასპიური გაზსადენისა და აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს ტრანსკონტინენტური თანამშრომლობის გაძლიერებას. 

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, რადგან ეს მოიცავს ბიზნესკომპონენტს, გამომდინარე, იქიდან, რომ  შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც სლოვენიაში ძალიან წარმატებულნი არიან და უკვე თანამშრომლობენ საქართველოს ბიზნესკომპანიებთან.

,,რაც შეეხება სამთავრობო შეთანხმებებს, მოგეხსენებათ, რომ გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ თანამშრომლობას.

ის თანამშრომლობა, რომელიც უკვე არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის, უფრო გაღრმავდება, უფრო პერსპექტიული გახდება, რაც თავის თავში მოიცავს ტურიზმის განვითარებას, ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო განვითარებას, ფარმაცევტული ბაზრის გაზრდას, სოფლის მეურნეობის მიმართულებით  თანამშრომლობას.  ამასთან მიმართებაში მომავალში ვგეგმავთ უფრო აქტიურ შეხვედრებს, რადგან სლოვენიის დელეგაცია უახლოეს მომავალში ეწვევა საქართველოს;

დაიგეგმება ეს შეხვედრები და უფრო პრაქტიკული ხასიათის შედეგები გვექნება მომავალში", - აღნიშნა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში 19 ივლისს დასრულდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge