primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

საქართველოსა და ჩინეთს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა გაღრმავდება

  • ეკონომიკა
  • 14.10.2015
  • 14:05
საქართველოსა და ჩინეთს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა გაღრმავდება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეანსის პროვინციის დელეგაციას შეხვდნენ, რომელსაც შეანსის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე ვან ლისია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე შეანსის პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია ორ ქვეყანას შორის გაღრმავდეს   თანამშრომლობა, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის, სამეცნიერო, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, სამშენებლო და სხვა მიმართულებით. ვან ლისიას განცხადებით, აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც თბილისში ხვალ გაიხსნება, საუკეთესო პლატფორმაა აღნიშნული მიზნის მისაღწევად.

,,შეანსის პროვინციაში აგრარული დარგი კარგად არის განვითარებული და გვსურს, ქართულ მხარესთან სოფლის მეურნეობის, განსაკუთრებით კი, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა ვან ლისიამ.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ აგრარული მიმართულებით საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა უკვე დაწყებულია. ამას ადასტურებს ფაქტი, რომ ჩინეთისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრებს შორის არაერთი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.

,,მინდა მადლობა გადავუხადო ჩინეთის მხარეს, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის არაერთ საგრანტო პროგრამას ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის გაფორმებულია მემორანდუმი და განსაზღვრულია თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებებიც. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსა და ჩინეთს ისტორიული კავშირები აქვთ ჩვენს ქვეყანაში ჩაის კულტურის განვითარების კუთხით. ჩვენი დიდი სურვილია, ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეს კავშირები აღვადგინოთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით. ჩინეთის ბაზარი კი, საქართველოსთვის  სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ოთარ დანელიამ დადებითად შეაფასა ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი დინამიკა და აღნიშნა, რომ ქართული ღვინო ჩინეთის ბაზარზე ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეანსის პროვინციის დელეგაციასთან შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მოადგილე ლევან დავითაშვილი, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე შეანსის პროვინციის დელეგაციის მიერ ორგანიზებულ ფორუმს დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას, ოთარ დანელიამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით, სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

ფორუმს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეანსის პროვინციის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge