მწვანე კონცხზე პირსის რეაბილიტაცია დასრულდა
- ეკონომიკა
- 19.07.2016
- 12:46
ბათუმში, მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის ფარგლებში, სასეირნო პირსი მოეწყო.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, პირსის სავალ ნაწილზე, 131,5 გრძ.მ-ზე, დაიგო 664 კვ.მ ხის ფაქტურის ბეტონი არმირებული საფარით. ასევე მოეწყო ლითონის მოაჯირები და 30 ერთეული გარე განათება.
სამუშაოები შპს „მონოლითი-2005-ის“ მიერ განხორციელდა. ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტიდან 997 676 ლარი გამოიყო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200