ბათუმის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
- ეკონომიკა
- 19.07.2016
- 15:07
დიდუბის რაიონის გამგეობამ, ბათუმის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამანქანო გზისა და საფეხმავლო ტროტუარების დაზიანებული ასფალტის საფარის დემონტაჟი.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, 2400 კვ. მ ფართობზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი, საფეხმავლო ტროტუარები მოასფალტდება და მოეწყობა ბეტონის ბორდიური.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უკვე დასრულდა დიღომში, ლუბლიანას ქუჩა N34-სა და სამტრედიის ქუჩა N51-თან, ასევე დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-11, მე-5ა და ბ კორპუსებთან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200