png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

  • პოლიტიკა
  • 19.07.2016
  • 19:25
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 68-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ე.წ. საზღვრის მოწყობის უკანონო პროცესი და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ფაქტები.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მიმდინარე წლის 8 ივნისს დაკავებული გიორგი გიუნაშვილის საკითხზე. საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს მიაწოდეს  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდაპირველად გიუნაშვილი დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონო  კვეთის ბრალდებით, თუმცა მოგვიანებით დე ფაქტო პროკურატურამ მის მიმართ აღძრა ე.წ. სისხლის სამართლის საქმე სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტზე. ქართულმა მხარემ დააფიქსირა პოზიცია, რომ აღნიშნული ბრალდება არის აბსურდული და სანამ გიორგი გიუნაშვილი უკანონო პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, მისი  საკითხი არ მოიხსნება არც ერთი ფორმატის დღის წესრიგიდან,  რომელშიც ცენტრალური ხელისუფლება მონაწილეობას იღებს.
ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან  დაფიქსირებული იყო მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, მით უფრო,  რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge