png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პრემიერი: უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა არ შეფერხდეს რეგიონის განვითარება

  • პოლიტიკა
  • 19.07.2016
  • 19:41
პრემიერი: უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა არ შეფერხდეს რეგიონის განვითარება

საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო ფართოვდება- ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მონაწილეობით, დღეს ანკარაში საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ინსტიტუციონალურ სახეს შესძენს ისედაც აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას. სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს თურქეთთან აკავშირებს მჭიდრო  პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობად ჩამოყალიბდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. მისი განმარტებით,  საქართველოსათვის გადამწყვეტია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ტერორიზმის საფრთხეებს.
“აქვე, მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ მკაცრად ვგმობთ ტერორისტულ აქტებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა თურქეთში და სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთის რესპუბლიკას.  მიუხედავად ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევებისა, ვფიქრობ, უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა არ შეფერხდეს ჩვენი რეგიონის განვითარება და წარმატებით განვახორციელოთ საერთო პროექტები, მთელი რიგი მიმართულებებით,”-განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით,  მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის პარალელურად, საქართველო-თურქეთის  ურთიერთობების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასააქტიურებლად, მნიშვნელოვნია ბაზრებზე მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების  დაბალანსება, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოს ექსპორტი თურქულ ბაზარზე. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ბიზნესწრეების საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან განზომილებას. ამ თვალსაზრისით, საქართველო არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს საქმიან წრეებს, განსაკუთრებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების/ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის გათვალისწინებით.
სხდომაზე ისაუბრეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებაც. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტების მნიშვნელობა. ითქვა, რომ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების რეალიზაცია, ხელს შეუწყობს ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და უზრუნველყოფს ენერგომატარებლების დამატებითი მოცულობების მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ბაზარზე.
საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ შეხვედრას ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge