primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

თურქეთთან ეკონომიკური შინაარის რამდენიმე დოკუმენტი გაფორმდა

  • ეკონომიკა
  • 20.07.2016
  • 11:23
თურქეთთან ეკონომიკური შინაარის რამდენიმე დოკუმენტი გაფორმდა

საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველო–თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ სხდომას, რომელიც 19 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა. საბჭოს ხელმძღვანელობდნენ საქართველოსა და თურქეთის პრემიერ–მინისტრები გიორგი კვირიკაშვილი და ბინალი ილდირიმი. საბჭოს მუშაობაში ორივე მხრიდან 15 მინისტრი მონაწილეობდა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ სხდომაზე განხილული იყო ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მისი დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა 6 დოკუმენტს. მათგან სამი ეკონომიკური შინაარსისაა, ესენია: შეთანხმება ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ, საქონლის კომბინირებული გადაზიდვის შესახებ შეთანხმება და რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის ჩარჩო–ხელშეკრულება. სამივე მათგანს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე–პრემიერის შეფასებით, შეთანხმება ინვესტიციების დაცვის შესახებ საქართველოს მისცემს საშუალებას, მოიზიდოს მეტი თურქული ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში. მისი ინფორმაციით, 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოვიდა 113 პროცენტით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ვიდრე ეს იყო 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში. ჯამურად, 2000–2014 წლებში თურქეთიდან ინვესტიციების ოდენობა დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

რაც შეეხება შეთანხმებებს ტრანსპორტის სფეროში, ისინი შეეხება საერთაშორისო ტვირთების კომბინირებულ გადაზიდვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ ხელშემკვრელ მხარესთან იქნება ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუკი ტვირთმა უნდა გაიაროს როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტით.

დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, აღნიშნული შეთანხმება გააუმჯობესებს ტვირთმფლობელებისთვის ჩვენი კორიდორის მიმზიდველობას, იქნება ერთიანი ტარიფი და შესაბამისად, ის მიზნები, რომლებიც გაგვაჩნია აღნიშნული სატრანზიტო დერეფნის განვითარების მიმართულებით, იქნება მიღწეული.

რაც შეეხება სარკინიგზო ტრანსპორტის მეშვეობით სატვირთო გადაზიდვების და სამგზავრო გადაყვანების ჩარჩო–ხელშეკრულებას, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პრაქტიკულად, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ როგორც კი ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა ამუშავდება, ჩვენ უკვე გვექნება შეთანხმებული წესები, თუ როგორ უნდა მოხდეს ტვირთების გადაზიდვა, მგზავრების გადაყვანა, მატარებლების მიერ საზღვრის კვეთა და აწყობილი იყოს ასეთ დროს აუცილებელი პროცედურები.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge