png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ანგარიში წარადგინა

  • პოლიტიკა
  • 20.07.2016
  • 11:54
საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ანგარიში წარადგინა

 

19 ივლისს, ქ-ნიუ-იორკში, მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) მინისტრთა შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ეროვნული ანგარიში წარადგინა. დილის სესიის ფარგლებში, საქართველოსთან ერთად, პრეზენტაციები გააკეთეს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა, მადაგასკარის ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრმა, ერილანტო რაველოერისონმა და გაეროში თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ჰალიკ ჩევიკმა. 

პრეზენტაციის ფარგლებში აღინიშნა, რომ ამ დროისათვის, საქართველომ მდგრადი განვითარების გლობალური მიზნებიდან (Sustainable Development Goals), ეროვნულ დონეზე პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრა  და მათი ეროვნულ გეგმებში ინტეგრაცია მოახდინა. თავის გამოსვლაში მინისტის პირველმა მოადგილემ ისაუბრა, აგრეთვე, მდგრადი განვითარების მიზნების „ნაციონალიზაციის" პროცესში არსებული გამოწვევებისა და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების შესახებ. დასასრულს, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა უპასუხა წევრი ქვეყნებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეკითხვებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთია გაეროს იმ 22 ქვეყნიდან, რომლებმაც მსოფლიო ლიდერების მიერ 2015 წლის სექტემბრის გაეროს სამიტზე მიღებული მდგრადი განვითარების დღის წესრიგის (Agenda 2030 for Sustainable Development) ეროვნული დონეზე რეალიზაციის მიმართულებით, პირველი ნებაყოფლობითი ანგარიში წარადგინა. საქართველოსთან ერთად, HLPF-ის ფარგლებში ეროვნული პრეზენტაციები გააკეთეს, ასევე, გერმანიამ, ეგვიპტემ, ესტონეთმა, ვენესუელამ, თურქეთმა, კოლუმბიამ, კორეის რესპუბლიკამ, მადაგასკარმა, მექსიკამ, მონტენეგრომ, მაროკომ, ნორვეგიამ, უგანდამ, ფილიპინებმა, ფინეთმა, საფრანგეთმა,  სამოამ, სიერა-ლეონემ, შვეიცარიამ, ტოგომ და ჩინეთმა. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge