png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაიზარდოს საქართველოს მწარმოებლურობა

  • პოლიტიკა
  • 20.07.2016
  • 12:08
მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაიზარდოს საქართველოს მწარმოებლურობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ექსპორტი უკვე მეორე წელია იკლებს. ასევე გრძელდება იმპორტის შემცირებაც.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაიზარდოს საქართველოს მწარმოებლურობა და ხელი შეეწყოს ვაჭრობის ზრდას. მოცემული მდგომარეობა ორმაგად სამწუხაროა მაშინ, როდესაც ძალაში შევიდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რასაც უნდა გამოეწვია საგარეო ვაჭრობის მკვეთრი ზრდა“, აცხადებს მაჭავარიანი.

მისივე განმარტებით, დღეს იანვარ-ივნისის ექსპორტი 88 მილიონი დოლარით უფრო ნაკლებია ვიდრე ის იყო 2011 წელს. ეს ნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ არათუ დაამუხრუჭა, არამედ მინიმუმ 5 წლით უკან დახია ქვეყანა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, ივნისში ექსპორტი გაზრდილია 150 პროცენტით 2015 წლის ივნისთან შედარებით. თუმცა, თუ ვნახავთ ჩაშლილ სურათს, აღმოვაჩენთ, რომ კანადა პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველო იმპორტს ახორციელებს. აქ შედის „ც“ ჰეპატიტის მედიკამენტები, რომლებსაც საქართველო საჩუქრად საერთაშორისო პროგრამიდან. მოცემულ რიცხვს თუ გამოვაკლებთ, ვნახავთ, რომ იმპორტის  მოცულობა გასულ წელთან შედარებით ნაკლებია.

1 ივნისიდან 20 ივლისამდე ლარის კურსი გაუფასურდა 0,21პუნქტით.

მოცემული მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი დევს მხოლოდ იმ პროგრამაში, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს. კერძოდ:

  • გადასახადების შემცირება;
    • განაწილებული მოგების გადასახადის 10%-მდე შემცირება;
    • საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 15%-მდე შემცირება, ხოლო მომდევნო 3 წლის მანძილზე ეტაპობრივად მისი 10%-მდე დაყვანა;
    • 25% - ით აქციზის გადასახადის შემცირება ნავთობპროდუქტებზე;
    • ალკოჰოლზე აქციზის გადასახადის შემცირება საშუალო ევროპულ მაჩვენებლამდე;
    • არ დაიბეგრება მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, რომლის წლიური ბრუნვა იქნება 90 000 ლარი
    • საგადასახადო შეღავათები შეეხება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური ბრუნვა იქნება 200 000 ლარი
  • ბიუროკრატიისა და მასზე გაწეული ხარჯის შემცირება
    • ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველივე წელს, კერძო სექტორს დარჩება დაახლოებით 1 მილიარდი ლარით მეტი, რაც სამთავრობო ნაერთი ბიუჯეტის 9%-ით დაზოგვას ნიშნავს;
  • ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმა
    • გაუქმდება ყველა ის რეგულაცია, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდის საერთაშორისო ნაკისრ ხელშეკრულებებთან
  • ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობა
    • გაუქმდება ფინანსური პოლიცია;
    • შეიზღუდება წინასწარი პატიმრობის გამოყენება ეკონომიკური სახის დანაშაულზე;
    • მოვახდენთ 500 000 ლარამდე (ნაცვლად დღეს არსებული 50 000 ლარისა) გადასახადებისგან თავის არიდების დეკრიმინალიზაციას;
    • ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით და მოხდება დავალიანების პროპორციულად
    • 2017 წლის 1 იანვრიდან მოხდება სრული საგადასახადო ამნისტია;

„სწორედ ეს ნაბიჯები გახდის შესაძლებელს რომ ქვეყანა გამოიყვანოს მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან და საქართველოს ეკონომიკას დაუბრუნდეს მაღალი ზრდის ტემპი, გაიზარდოს ვაჭრობა, დასაქმება და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა“, აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge