png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პროკურატურაში კიბერდანაშაულის საკითხებზე ორდღიანი შეხვედრა გაიმართა

  • საზოგადოება
  • 20.07.2016
  • 12:38
პროკურატურაში კიბერდანაშაულის საკითხებზე ორდღიანი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში კიბერდანაშაულის  საერთაშორისო საკონტაქტო ქსელის 24/7-ის ფარგლებში თანამშრომლობის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც ორი დღე გრძელდებოდა, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრა  ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის განკუთვნილი კიბერდანაშაულის პროექტის (Cybercrime @EAP 2) ფარგლებში ჩატარდა.

შეხვედრაზე უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმები, საქართველოში კიბერდანაშაულის საერთაშორისო საკონტაქტო ქსელის 24/7-ის ფუნქციონირება, სამართალდამცავი უწყებების როლი. ასევე იმსჯელეს ქართული საკანონდებლო ნორმების დახვეწაზე. ქართველ პრაქტიკოსებს გამოცდილება ლატვიიდან, ნორვეგიიდან და ესტონეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა გაუზიარეს. შეხვედრას, პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კიბერდანაშაული მზარდ საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოები მომზადებული შეხვდნენ ახალ სირთულეებსა და გამოწვევებს. ანალოგიური ღონისძიებები კი ხელს უწყობს წარმატებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც  საქართველოს დაეხმარება კიდევ უფრო მეტად ეფექტური და საიმედო საერთაშორისო პარტნიორი გახდეს კიბერდანაშაულთან ბრძოლაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge