png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილმა ზესტაფონში მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე წარუდგინა

  • პოლიტიკა
  • 20.07.2016
  • 17:48
გიორგი კვირიკაშვილმა ზესტაფონში მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე წარუდგინა

ჩვენს გუნდს აქვს სრული პოტენციალი, რომ თავდადებულად ემსახუროს საქართველოს მოქალაქეებს,-აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ზესტაფონში გააკეთა.

პარტიის თავმჯდომარემ  ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე წარუდგინა.

  „შალვა საამაყო ადამიანია. ის ზესტაფონელებს ყველაზე კარგად იცნობს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

მთავრობის მეთაურმა ზესტაფონის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია.

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის სამომავლო გეგმები გააცნო.

 ზესტაფონის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

„მინდა ჩვენს კანდიდატებს ვუსურვო გამარჯვება, ვინაიდან მათი წარმატება და „ქართული ოცნების“ გამარჯვება გულისხმობს მთლიანი საქართველოს გამარჯვებას. 2012 წელმა გარდატეხა შეიტანა  და ქვეყანა სიკეთისკენ შემოატრიალა. ახლა მნიშვნელოვანია სწრაფი განვითრება, რადგან ჩვენი ქვეყნის  თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა“,-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

შალვა კიკნაველიძემ გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერსა და „ქართული ოცნების“ გუნდს მადლობა გადაუხადა და ზესტაფონის მკვიდრებს უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნას დაპირდა.

„გარწმუნებთ, რომ მე ვიქნები დეპუტატი, რომელიც 24 საათის განმავლობაში თითოეული ზესტაფონელის გვერდით იდგება. გპირდებით, რომ მომავალი ოთხი წელი თითოეული თქვენგანის ოჯახის წევრი და მეგობარი ვიქნები. ზესტაფონში არსებული ყველა საკითხი თქვენი ჩართულობით გადაწყდება“,-განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge