ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე 300 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
- სამართალი
- 20.07.2016
- 18:16
ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სასამართლომ ბრალდებულებს გირაოს სახით150 -150 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
აღკვეთის ღონისძიების გირაოთი ჩანაცვლების შესახებ ბრალდებულთა ადვოკატმა იშუამდგომლა. მოსამართლემ დაცვის მხარის შაუმდგომლობა გაითვალისწინა და ორივე დაკავებული დარბაზიდანვე გაათავისუფლა.
როსტოშვილი და კურტანიძე 6 მაისს დააკავეს. დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ბრალდებულებს გირაოს თანხის შესატანად 5 დღიანი ვადა აქვთ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200