png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ადგილობრივი ბენდების პროდიუსინგს აჭარის განათლების სამინისტრო დააფინანსებს

  • პოლიტიკა
  • 21.07.2016
  • 11:04
ადგილობრივი ბენდების პროდიუსინგს აჭარის განათლების სამინისტრო დააფინანსებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე განათლების სამინისტროში სტუმრობისას ბათუმელ მუსიკოსებს შეხვდა. შეხვედრისას მიიღო ინფორმაცია ახალი პროექტის შესახებ, რომლის მიხედვითაც ბათუმში მალე ადგილობრივი ბენდების პროდიუსინგი დაფინანსდება. პროექტი განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ნათია სირაბიძის ინიციატივით ხორციელდება. პროექტისთვის „კონცერტები ტურისტულ სეზონზე“ სამი ბათუმური ბენდი შეირჩა, რომელთა წევრებს მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე შეხვდა და ესაუბრა. პროექტი პირველად ხორციელდება და მიზნად ისახავს, არა მხოლოდ კონცერტების ჩატარებას ტურისტულ სეზონზე, არამედ ადგილობრივი ბენდების პროდიუსინგის ხელშეწყობას. პროგრამას გაცილებით გრძელვადიანი ეფექტი ექნება და დაეხმარება ბენდებს მიიღონ მეტი დაკვეთები, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. პროექტის ფარგლებში მომზადდება საავტორო მუსიკის შემქმნელი სამი ბენდის მარკეტინგული კონცეფცია, თითოეული ბენდისთვის დამზადდება ვებ-გვერდი და ვიდეორგოლები სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცისთვის, შეიქმნება ბრენდ ბუქი და პორტფოლიო, მაღალი ხარისხით სტუდიურად ჩაიწერება ბენდების სიმღერები. პარალელურად დაფინანსდება აფიშების, პოსტერების დიზაინის შექმნა და სოციალურ ქსელში სარეკლამო კამპანია. ასევე ბენდები გამართავენ კონცერტებს ქობულეთში, ბათუმსა და გონიო-კვარიათში. პროექტის ფარგლებში შერჩეული ბენდებია: The Nemo, Groovephonics და Asea Sool. პროექტს ახორციელებს ტენდერში გამარკვებული კომპანია შპს „EREDELis Art“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge