png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვევის ონლაინ სერვისების განვითარებას განაგრძობს

  • პოლიტიკა
  • 21.07.2016
  • 11:43
 „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვევის ონლაინ სერვისების განვითარებას განაგრძობს

“ჯიპიაი ჰოლდინგმა” საზოგადოებას კომპანიის გრძელვადიანი ხედვა და ახალი სტრატეგიული მიდგომა წარუდგინა. კომპანიამ დაზღვევის შეძენის ონლაინ პორტალი ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დანერგა და სერვისების დიჯიტალიზაციის პროცესს კვლავ აგრძელებს. ამიერიდან, საქართველოში პირველად , ჯიპიაი-ს პორტალისა და აპლიკაციის საშუალებით, დაზღვეულებს საშუალება ექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევის ანაზღაურება ონლაინ, 1 სამუშაო დღეში მიიღონ. ამისათვის, საჭიროა ეწვიონ ვებ გვერდს www.mygpi.ge ან საკუთარ მობილურში  ჩამოტვირთონ აპლიკაცია GPI Mobile.   

“ეს ახალი ეტაპია არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განვითარების. სადაზღვევო სფერო ბევრს კონსერვატიულ სფეროდ მიაჩნია, რთული პირობებითა და პროცედურებით. ამ ინოვაციური სერვისებით გაცილებით მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება არა მხოლოდ დაზღვევის შეძენა, არამედ ანაზღაურების მიღება. დარწმუნებულები ვართ, ეს ბევრ თანამედროვე ადამიანს მისცემს სტიმულს, ისარგებლონ დაზღვევით, ჰქონდეთ ფინანსური თავდაცვის მექანიზმები და უფრო თამამად განახორციელონ საკუთარი გეგმები“, აცხადებს ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე.

დიჯიტალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში “ჯიპიაი ჰოლდინგმა” დაიწყო ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამა. სადაზღვევო კომპანიამ, პროგრამის ფარგლებში, პირველი, სოციალური, ინოვაციური პროექტი - Hero წარადგინა. 

Hero - არის აპლიკაცია, რომელიც შექმნილია სისხლის დონაციის პრობლემის გადასაწყვეტად და აკავშირებს სისხლის დონორებს ადამიანებთან, რომლებსაც ის ესაჭიროებათ. Hero-ზე რეგისტრაციისას თითოეული მომხმარებელი ხდები გმირი, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს, ამისთვის საკმარისია, საჭირო დროს, 30 წთ დაუთმოს სისხლის უანგარო დონაციას.

სანდრო კანდელაკი, Hero-ს თანაავტორი: „Hero-ს გამოყენება არის ძალიან მარტივი. თქვენ შედიხართ აპლიკაციაში, რეგისტრირდებით, უთითებთ თქვენს სახელს, გვარს, საკონტაქტო მისამართს, სისხლის ჯგუფს და ლოკაციას, რის შემდეგაც თქვენ ხდებით პოტენციური გმირი. როდესაც აპლიკაციაში დარეგისტრირდება ადამიანი, რომელსაც სჭირდება შესაბამისი სისხლის ჯგუფის დონორი (გმირი), ის აგზავნის მოთხოვნას და თქვენ, როგორც პოტენციურ გმირს, მოგდით შეტყობინება, რომ ამ ადამიანს სჭირდება თქვენი დახმარება.“

პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი: “ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩვენ მხარს დავუჭერთ ისეთი პროექტების დანერგვას, რომელიც მიმართული იქნება რისკების მართვის ან შემცირებისკენ, ინოვაციების დანერგვისკენ. გვსურს, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს განახორციელონ თავისი პროგრესული იდეები,  ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, საკუთარი პოტენციალი გამოავლინონ იმისთვის, რომ უკეთესი გახადონ სამყარო და ეს ყველაფერი ქართული ბიზნესის რესურსით, აქ გააკეთონ.”

პროექტს მხარს უჭერს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, რადგან სისხლის დონაციის პრობლემა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. Hero-ს პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ესწრებოდა.

GPI Mobile უკვე ხელმისაწვდომია Android-ის მომხმარებლებისათვის, აპლიკაცია 2 კვირაში ხელმისაწვდომი გახდება IOS სისტემაზეც. Hero-თი სარგებლობას კი  კი ნებისმიერი მსურველი ზუსტად 1 თვეში შეძლებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge