png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შტაინმაიერის მოწოდება თურქეთს: საგანგებო მდგომარეობა რაც შეიძლება მალე გააუქმოს

  • პოლიტიკა
  • 21.07.2016
  • 12:39
შტაინმაიერის მოწოდება თურქეთს: საგანგებო მდგომარეობა რაც შეიძლება მალე გააუქმოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თურქეთს მოუწოდებს, საგანგებო რეჟიმი რაც შეიძლება მალე გააუქმოს. ამის შესახებ შტაინმაიერმა ვაშინგტონში ვიზიტისას განაცხადა.

"სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გარემოებების გამოძიების ზომების დროს აუცილებელია ზომიერება, ვითარების სწორი შეფასება და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა", - განაცხადა გერმანიის მთავარმა დიპლომატმა. შტაინმაიერის თქმით საგანგებო რეჟიმი უნდა იყოს შეზღუდული მხოლოდ აუცილებელი ხანგრძლივობით.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ქვეყანში სამთვიანი საგანგებო რეჟმი გამოაცხადა. საგანგებო რეჟიმი პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებას მნიშვნელოვნად გაზრდის. როგორც თავად ერდოღანმა განაცხადა, ამგვარად ის ამბოხის მომხრეების წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას შეძლებს.

ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარას ეჭვმიტანილებთან ურთიერთობისას თავშეკავებულობისკენ მოუწოდა.

"დანაშაულებრივ ქმედებებში მხოლოდ დადასტურებული მონაწილეობა, და არა სავარაუდო პოლიტიკური შეხედულებები, შესაძლებელია, გახდეს სახელმწიფო ზომების ამოქმედებისსთვის გადამწყვეტ ფაქტორად", - აღნიშნა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge