Turkish Airlines-ი ფრენებს უწყვეტ რეჟიმში ახდენს
- ეკონომიკა
- 22.07.2016
- 11:29
თურქეთის ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ფრენებს უწყვეტ რეჟიმში ახდენს. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში Turkish Airlines-ზე დაყრდნობით აცხადებენ, ავიაკომპანია ყველა ავიარეისს უწყვეტ რეჟიმში ასრულებს.
„თურქეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული სამ თვიანი საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ავიაკომპანია Turkish Airlines-ი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ოპერირებას, ავიარეისები ისევე როგორც დღემდე, მომავალშიც შეუფერხებლად შესრულდება”, აცხადებენ გაერთიანებაში.
შეგახსენებთ, რომ Turkish Airlines-ი არის სახელმწიფო ავიაკომპანია, რომელიც 116 ქვეყანაში, 290 მიმართულებით ასრულებს ავიარეისებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200