png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აჭარაში მოქმედი გიდებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭება იწყება

  • ეკონომიკა
  • 22.07.2016
  • 12:37
აჭარაში მოქმედი გიდებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭება იწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პროექტ „რეკომდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ფარგლებში გიდებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭება დაიწყო. დღეს, დეპარტამენტის სატრენინგო-საკონსულტაციო  ცენტრში რეგიონში მოქმედ გიდებს პროექტის პრეზენტაცია ჩაუტარდათ. დეპარტამენტში მათ პროექტის დანიშნულება, მიზანი, მასში ჩართვის მექანიზმები და უპირატესობები გააცნეს.

პროექტის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მიზანია ხელი შეუწყოს გიდის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას რეგიონში. პროექტში ჩართული გიდებისთვის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მინიჭებული ხარისხის ნიშანი იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა მათი მხარდაჭერის, პოპულარიზაციისა და კონკურენციის გაზრდისთვის. პირველ ეტაპზე იგეგემება ქალაქის გიდის, ზემო აჭარის გიდისა და დაცული ტერიტორიის გიდისათვის შესაბამისი ხარისხის მინიჭება.

პროექტში ჩართვის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე www.recommend.ge. მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის შემოწმება ტესტირებისა და პრაქტიკული ტურების ჩატარების შედეგად მოხდება. შედეგებს სპეციალური ტექნიკური კომიტეტი შეაფასებს, რის შემდეგაც მოხდება გიდებისთვის ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მინიჭება.

„პროექტს „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ დღეიდან ახალი კომპონენტი ემატება. თუკი აქამდე პროექტის ფარგლებში ხარისხის ნიშანს მხოლოდ კვებისა და განთავსების ობიექტებს ვანიჭებდით ახლა ამას ემატება გიდებიც. პროექტი არის ნებაყოფლობითი და მასში ჩართვა აჭარაში დასაქმებულ ნებისმიერ გიდს შეუძლია. ჩვენი პროექტი ერთის მხრივ ხელს შეუწყობს გიდების მხარდაჭერას და მათ პოპულარიზაციას, მეორეს მხრივ კი ეს გაზრდის კონკურენციას თავად მოქმედ გიდებს შორის,“ განაცადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 2016 წელს დაიწყო. პროექტი პირველ ეტაპზე ხარისხის ნიშნის მინიჭებას სასტუმროებისა და რესტორნებისთვის ითვალისწინებდა და 1 ივნისს რეგიონს 18 დეპარტამენტის მიერ „რეკომენდებული“ ტურისტული ობიექტი შეემატა. 1 აგვისტოდან ხარისხის ნიშნის მქონე განთავსებისა და კვების ობიექტების რიცხვი რეგიონში გაიზრდება, რადგან  ამ ეტაპზე 45 ტურისტული ობიექტი ცდილობს ხარისხის ნიშნის მიღებას. ხარისხის ნიშანი სტუმრებისთვის აღნიშნულ ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების არსებობის გარანტიას გულისხმობს.

დღეიდან, კი პროექტს „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ახალი კომპონენტი დაემატა, რაც უკვე  ხარისხის ნიშნის მინიჭებას გიდებისთვის ითვალისწინებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge