png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნიკოლოზ მჟავანაძე: მოსამართლეებზე ზეწოლას გიორგი პაპუაშვილი ახორციელებს

  • პოლიტიკა
  • 22.07.2016
  • 13:04
ნიკოლოზ მჟავანაძე: მოსამართლეებზე ზეწოლას გიორგი პაპუაშვილი ახორციელებს

მოსამართლეებზე ზეწოლას გიორგი პაპუაშვილი ახორციელებს, აღნიშნულის შესახებ განცხადება ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ გააკეთა.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა ცალკეული მოსამართლეების თვალთვალსა და დაშანტაჟებასთან დაკავშირებით გუშინ ოფიციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს, ძირითადად, იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ მედიისთვის შესაბამისი განცხადება გააკეთა:

,,მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ოთარ ჭითანავამ, მერაბ ტურავამ, ლალი ფაფიაშვილმა და ზაზა თავაძემ განაცხადეს რომ ისინი უარყოფენ რაიმე ზეწოლას მათ საქმიანობასთან დაკავშირებით და გამორიცხავენ მათ მიმართ ხელისუფლების მხრიდან  რაიმე შანტაჟსა თუ თვალთვალს.  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა თავაძემ ისიც კი თქვა გაკვირვებული ვარ რატომ არ შეათანხმა პაპუაშვილმა თუკი იგი ამდაგვარ განცხადების გაკეთებას აპირებდაო.  ნათელი გახდა გიორგი პაპუაშვილის განცხადების არსი და მიზანი.

როგორც ჩანს,  მან იცის იმ რეზონანსული საქმეების მიმართ, რომლის ინტერესი აქვს მის უშუალო უფროს მიხეილ სააკაშვილს რა პოზიცია აქვთ მოსამართლეებს  და შეგნებულად ცდილობს არაჯანსაღი სიტუაცია შექმნას გადაწყვეტილების გამოტანამდე, რათა შემდეგომ საზოგადოებას ის განცდა დაუტოვოს რომ იმიტომ გამოვიდა კონკრეტულ საქმეზე ესა თუ ის გადაწყვეტილება რომ   მოსამართლეებმა ხელისუფლების ზეწოლას ვერ გაუძლეს.

 პაპუაშვილის მიერ მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებზე მინიშნებაც, გარკვეულ შანტაჟს წააგავს. ყველამ კარგად იცის რომ ნაცმოძრაობის ზონდერებს პირადი ცხოვრების კადრების დუბლიკატები წაღებული აქვთ საქართველოდან და თუკი სააკაშვილმა და მისმა ხელქვეითმა პაპუაშვილმა დაინახეს, რომ საქმე ისე არ მიდის, როგორც მათ სურთ. გამორიცხული არაა, რომელიმე მოსამართლის შესახებ გაავრცელონ კიდეც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რაც შემდგომში მათ მიერ ხელისუფლებას დაბრალდება“, განაცხადა მჟავანაძემ.    

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge