primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

კვირიკაშვილი: ხონი და ვანი გრიგოლ ლილუაშვილის სახით ნამდვილ მეგობარს შეიძენენ

  • პოლიტიკა
  • 22.07.2016
  • 19:54
კვირიკაშვილი: ხონი და ვანი გრიგოლ ლილუაშვილის სახით ნამდვილ მეგობარს შეიძენენ

ხონი და ვანი გრიგოლ ლილუაშვილის სახით ნამდვილ მეგობარს შეიძენენ. ის არის უაღრესად ყურადღებიანი ადამიანი, რომელიც გულთან მიიტანს ყველა თქვენგანის პრობლემას და იქნება თქვენი ხმა პარლამენტში, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხონის მოსახლეობას ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგინა. „საქართველოს უნდა დავუბრუნოთ ღირსეული ადგილი რუქაზე, ის კუთვნილი პატივისცემა, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს. საქართველო ისევ უნდა გახდეს დიდი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვართ. ამისთვის „ქართული ოცნების" ხელისუფლება მზად არის",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრისას საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" არის ძლიერი გუნდი, რომელიც შედგება როგორც ახალი, ასევე ძველი წევრებისგან. „ ჩვენ გთავაზობთ, რომ აღარ დავყოთ საზოგადოება. გთავაზობთ, გავერთიანდეთ, დავდგეთ ყველანი ერთად უკეთესი ქვეყნის, უკეთესი სამშობლოს, უკეთესი საქართველოს მშენებლობისთვის",-აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. ხონის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა. „უამრავი მშობლიური სახე ვნახე დღეს და ასეთი თბილი მიღებისთვის მადლობას გიხდით. პირადად მე ხონთან რამდენიმე წლიანი მეგობრობა მაკავშირებს. 2011-2012 წლები ერთად გამოვიარეთ. ხონის რაიონში მარჯანიშვილების ოჯახიდან დაიწყო „ქართული ოცნება". ჩუმად ვიკრიბებოდით სახლში. მაშინ იქმნებოდა აქტივი, მუხტი, რომელიც გამარჯვებით დაგვირგვინდა. მინდა, რომ ეს დღე იყოს საწინდარი იმ კეთილდღეობის, რომელიც საქართველოსა და ხონის რაიონს წინ ელოდება",-აღნიშნა გიორგი ლილუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას პარტიის გენერალურ მდივან კახა კალაძესთან ერთად ასევე  ესწრებოდნენ  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრები-გია ვოლსკი, გიორგი კახიანი, მამუკა მდინარაძე, დავით ლორთქიფანიძე და ოთარ ჩრდილელი. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge