png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„ქართული ოცნების“ სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდარები ცნობილია

  • პოლიტიკა
  • 23.07.2016
  • 21:05
„ქართული ოცნების“ სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდარები ცნობილია

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

 

 

 ღონისძიება ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა.

 

 „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდში წარმოადგენს მერაბ ქვარაია. იგი არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, პროფესიით გახლავთ იურისტი და ეკონომისტი. ბატონი მერაბი ზუგდიდელია, მას ყველა კარგად იცნობთ. თავადაც კარგად იცის ქალაქის პრობლემები. ზუგდიდელებს მისი სახით საიმედო დასაყრდენი ეყოლებათ პარლამენტში.

 ზუგდიდის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ედიშერ თოლორაია. იგი გახლავთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პროფესიით იურისტია, ახალგაზრდა და ენერგიული კაცია, რომელიც ასევე ენერგიულად გააგრძელებს ზუგდიდელების ინტერესების დაცვას პარლამენტში.
 წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატად ,,ქართული ოცნება“ ასახელებს გოგა გულორდავას. ის არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პროფესიით იურისტია და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა პარლამენტამდე მიიტანოს წალენჯიხელების და ჩხოროწყუელების სათქმელი.
 ხობს მაჟორიტარობის კანდიდატად ეყოლება გოდერძი ბუკია. იგი არის გამოცდილი პარლამენტარი, თავისი კუთხის ნამდვილი პატრიოტი და ყურადღებას არ მოაკლებს ხობელებს
 სენაკის მაჟორიტარად ,,ქართული ოცნება“ ასახელებს ირაკლი ბერაიას კანდიდატურას. ირაკლი გახლავთ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი. მას განათლება მიღებული აქვს ლონდონის Westminster-ის  უნივერსიტეტში საერთაშორისო დიპლომატიის მაგისტრის წოდებით. იგი მუშაობდა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორად და ასევე, შსს-ს რეფორმირების დეპარტამენტის დირექტორად. ირაკლი დღეს უძღვება გალისა და ერგნეთის ინციდენტების, პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფს ცენტრალური ხელისუფლებიდან. იგი საყოველთაოდ ცნობილია ამ კუთხითაც დღეს. ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ გამოცდილია ადამიანია.

 მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელიაა - სოფლის მეურნეობის მინისტრი. ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი. ოთარ დანელია წარმოშობით მარტვილელია, თავისი კუთხის პატრიოტია და ყველაფერს გააკეთებს როგორც მარტვილელების, ისე აბაშელების ინტერესების დასაცავად.

ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატად სახელდება ირაკლი ხახუბია. იგი ბიზნესიდან მოდის პოლიტიკაში. ირაკლი ხახუბია არის წარმატებული ბიზნესმენი და ასეთივე წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge