ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი-ამფიბია წარმოადგინეს
- ეკონომიკა
- 25.07.2016
- 18:07
ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი-ამფიბია წარმოადგინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ВВС ავრცელებს.
„ჩინეთმა მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი-ამფიბია შექმნა. AG-600-ს შეუძლია წყლიდან აფრინდეს და წყალზე თავისუფლად დაფრინდეს“, აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც ჩინელი ინჟინრები განმარტავენ ლაინერი ძირითადად ტყის ხანძრების ლოკალიზებისთვის იქნება განკუთვნილი.
თვითმფრინავ-ამფიბიას შეუძლია ასევე ზღვაში განლაგებულ სამხედრო ნაწილებს გარკვეული ტვირთი მიაწოდოს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200