primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსადმი ინტერესი იზრდება

  • ეკონომიკა
  • 15.10.2015
  • 10:30
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსადმი ინტერესი იზრდება

„ამ მნიშვნელოვანი დერეფნის გამოცოცხლებით, ჩვენ ვდგამთ სერიოზულ ნაბიჯს“, აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აბრეშუმის გზის პირველ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა “თბილისის აბრეშუმის ფორუმის“ გახსნისას აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში ისტორიული აბრეშუმის გზა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სახმელეთო მარშრუტი, რომელიც აკავშირებდა ევროპასა და აზიას. ეს იყო უნიკალური გზა, რომელიც იქცა კეთილდღეობისა და ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობების წყაროდ.

დღეს, საყოველთაო კეთილდღეობისა და თანამშრომლობის ამ მნიშვნელოვანი დერეფნის გამოცოცხლებით, ჩვენ ვდგამთ სერიოზულ ნაბიჯს.

ორი კვირის წინ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, მე აღვწერე ჩემი ქართული ოცნება. ვთქვი, რომ ჩემი მთავრობის მიზანია საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად, რომელიც გონივრულად იყენებს თავის მდებარეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის.

ეს ფორუმი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიზნისკენ. როგორც ფორუმის მასპინძელი ქვეყანა, საქართველო ასრულებს გაცვლისა და ურთიერთობების რეგიონალური ცენტრის როლს, რაც იყო კიდეც მისი მისია ათასწლეულების განმავლობაში.

როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე უკიდურესი საზღვაო და სახმელეთო კარიბჭე, საქართველო უზრუნველყოფს აზიისკენ მიმავალ ბუნებრივ მარშრუტს. ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ ვართ აბრეშუმის გზის უმოკლესი მარშრუტის ნაწილი.

 

საქართველოს აქვს მტკიცე კავშირები ევროკავშირთან, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ჩათვლით, რეგიონში ისტორიულად ჩამოყალიბებული აქტიური ურთიერთობები და მზარდი თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასა და შუა აღმოსავლეთისა და აზიის სხვა ქვეყნებთან, რის გამოც ჩვენი ქვეყანა იდეალური პლატფორმაა დღევანდელი დისკუსიისთვის“, აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმნა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებებისშესახებ ისაუიბრა და განმარტა, რომ საქართველოსადმი ინტერესი დღითი-დღე იზრდება.

„საქართველოთი დაინტერესება მსოფლიოში იზრდება, რაც ძირითადად გამოწვეულია ჩვენი სტრატეგიული მდებარეობითა და ხელსაყრელი ბიზნესგარემოთი“, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„აბრეშუმის გზის რეგიონი ფარავს მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედს და მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს. სრულად ამუშავების შემდეგ ის გახდება ვაჭრობის გაფართოების, ენერგორესურსებისა და მიწოდების ახალი ქსელების შექმნისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების ძირითადი მამოძრავებელი ძალა.

ამ ფორუმის ფარგლებში ჩვენ ყველამ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რათა აღვადგინოთ აბრეშუმის გზა, აღმოვფხვრათ აქტიური ინტეგრაციის წინ მდგარი დაბრკოლებები და წვლილი შევიტანოთ საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში.

აბრეშუმის გზის ქვეყნები გამოირჩევიან დინამიკურობით. ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების წყალობით, ჩვენ გვაქვს ძლიერი და მზარდი ეკონომიკა. თუმცა, მიუხედავად ჩვენი ინდივიდუალური მიღწევებისა, ჩვენი პოტენციალის სრულად ამოქმედება მოითხოვს რეგიონალურ თანამშრომლობას“, განმარტა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ფორუმის მოწყობისთვის ჩინეთის მთავრობის როლზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ დღევანდელი ღონისძიება პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინეთის მთავრობა არის ჩინეთის ფარგლებს გარეთ გამართული საერთაშორისო ღონისძიების თანაორგანიზატორი.

„ჩვენი ფორუმისთვის დახმარების გაწევა, რომელიც ხორციელდება პრეზიდენტ სი ძინპინის ხელმძღვანელობით, ცხადყოფს პირადად მისი და, ზოგადად, ჩინეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას და ლიდერის როლში აბრეშუმის გზის აღდგენის ხელშეწყობას.

გარდა ამისა, მადლობას მოვახსენებ აშშ-ის ხელმძღვანელობას საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდაჭერისთვის. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ სფეროებს, რომლებიც გვეხმარება საქართველოს ადამიანური კაპიტალისა და ეკონომიკური შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდაში“, განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge