აშშ-ში ყავა და ფუნთუშა უკვე დრონს მოაქვს
- ეკონომიკა
- 26.07.2016
- 11:42
აშშ-ში მაღაზია 7-Eleven-ისა და საფოსტო ოპერატორ Flirtey-ს ერთობლივი სერვისი: მათ შეკვეთის ადრესატამდე მისატანად დრონი გამოიყენეს. ეოგორც უცხოური მედია წერს, ეს იყო აშშ-ს მასშტაბით, დრონით მიწოდების სერვისის პირველი ლეგალური შემთხვევა.
შეკვეთა მოთავსდა სპეციალურ პაკეტში. უფრო კონკრეტულად ყავა განთავსდა ისეთ შეფუთვაში, რომელიც სითბოს ინარჩუნებდა, რათა დამკვეთს ცხელი ყავა მიეღო და ხარისხი არ გაფუჭებულიყო.
როგორც 7-Eleven-ში განმარტავენ, მალე დრონის მეშვეობით მთელი ასორტიმენტის მიწოდება გახდება შესაძლებელი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200