primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო

  • სამართალი
  • 26.07.2016
  • 14:52
უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის საკასაციო საჩივარი, გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და საქართველოს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია, დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

შეგახსენებთ, რომ როლანდ ახალაიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტს გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, რაც 2016 წლის 29 იანვრის გამამართლებელი განაჩენით, უცვლელად ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა პროკურატურის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად გაიზიარა როგორც ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები, ასევე საქმეზე პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და მათი საკმარისობა, რომელთა შეჯერებით, უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ როლანდ ახალაიამ გადაამეტა მისი, როგორც საოლქო პროკურორის უფლებამოსილებას, პატიმრობიდან გათავისუფლებისა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, კანონის გვერდის ავლით, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირების ოჯახის წევრებს, დიდი ოდენობით თანხა უკანონოდ ჩაარიცხინა კერძო ფირმის ანგარიშზე.

კერძოდ, 2009 წლის დეკემბერში სამეგრელო-ზემოსვანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ყოფნისას როლანდ ახალაიამ   მსჯავრდებულ კახაბერ ლატარიას მეუღლეს მარინე ესებუას, მეუღლის თავისუფლების სანაცვლოდ, თითქოსდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების პირობით, უკანონოდ მოსთხოვა არარსებული „ანაკლიის განვითარების ფონდის“ ანგარიშზე 150 000 ლარის ჩარიცხვა და გადასცა საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, მაშინ როდესაც ეს ანგარიში რეალურად წარმოადგენდა კერძო კომპანია „სანის“ საბანკო ანგარიშს. მარინე ესებუა დათანხმდა შეთავაზებულ პირობას და მეუღლის გათავისუფლების სანაცვლოდ, მისი მეგობრის მეშვეობით 150 000 ლარი  შეიტანა  როლანდ ახალაიას მიერ მითითებულ შპს ,,სანის“ საბანკო ანგარიშზე, რომელიც სრულად იქნა გახარჯული ფირმის მიერ, საკუთარი კომერციული მიზნებისთვის.

სასამართლომ ასვე დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის დეკემბერში როლანდ ახალაიამ იგივე ხერხით, ალექსანდრე ტყებუჩავას, ზურაბ ხარგელიას და დავით კაჭკაჭიშვილის ბრალდების საქმეზე, მათი პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, თითქოსდა საპროცესო შეთანხმებისათვის საჭირო ჯარიმის გადახდევინებისათვის, ბრალდებულის ოჯახის წევრებს უკანონოდ შეატანინა 60 000 ლარი  შპს „სანის“ ანგარიშზე, რომელიც ასევე სრულად იქნა გახარჯული  შპს „სანის“ მიერ კომერციული მიზნებისთვის.

აღნიშნული ქმედებებით როლანდ ახალაიამ გადაამეტა მისი, როგორც საოლქო პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც მოქალაქეთა უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი დამოუკიდებელი ეპიზოდის ჩადენაში და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით. მასვე 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge