ქრთამის აღების ფაქტზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი დააკავეს
- სამართალი
- 15.10.2015
- 10:40
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის მონიტორინგის განყოფილების თანამშრომელი, ნიკოლოზ ირემაშვილი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ მეწარმე სუბიექტს, სამეწარმეო საქმიანობისათვის ტერიტორიის უკანონოდ გამოყოფის და შემდგომში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1200 ლარი.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200