png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სახალხო დამცველის განცხადება ნარკოტესტირებაზე იძულებით გადაყვანილ ლ.-ო.-ს შემთხვევასთან დაკავშირებით

  • სამართალი
  • 27.07.2016
  • 11:32
 სახალხო დამცველის განცხადება ნარკოტესტირებაზე იძულებით გადაყვანილ ლ.-ო.-ს შემთხვევასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველისთვის 2016 წლის 26 ივლისს ცნობილი გახდა  ნარკოტესტირებაზე იძულებით გადაყვანილი ლ.ო.-ს შესახებ, რომელიც სახალხო დამცველის რწმუნებულმა დაუყოვნებლივ მოინახულა. ლ.ო. სახალხო დამცველის მიერ შედგენილ ოქმში ადასტურებს, რომ ა.წ. 26 ივლისს ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთ კაფეში მეგობრებთან ერთად სვამდა ყავას, რა დროსაც, პოლიციის თანამშრომლებმა დაუძახეს და დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით ნარკოლოგიური ტესტირების მიზნით. მან უარი განაცხადა ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე, თუმცა, დაკავებულის განმარტებით, იგი პოლიციამ დააკავა 11:15 წუთზე და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრისას, 15:00 სთზე, იგი კვლავ დაკავებული იყო ნარკოლოგიური შემოწმების ცენტრში.

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულის ვიზიტის შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში დაკავებული პირი გაათავისუფლა პოლიციამ.

მიუხედავად დამდგარი შედეგისა, ზემოაღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირება“, საქართველოში კვლავ სერიოზული ყოველდღიური პრობლემაა, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის გარანტირებულ თავისუფლების ხელშეუხებლობას, პირადი ცხოვრების, პიროვნების ღირსების და სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მიუხედავად საქართველოს სახალხოდ დამცველის არაერთი მოწოდებისა, რომ მსგავსი პრაქტიკა აღმოიფხვრას, პოლიცია კვლავ განაგრძობს მანკიერ პრაქტიკას.

თავისთავად ის ფაქტი, რომ შემოწმების მიზნით პოლიციას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გადაჰყავს პირი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე არაერთ სამართლებრივ გარანტიას არღვევს. საქართველოს სახალხო დამცველმა ამ პრობლემასთან ბრძოლის მიზნით ჯერ კიდევ 2015 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა სარჩელი, სადაც მოითხოვა საქართველოს კანონმდებლობის იმ ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, თვითნებურად, პირი დაუქვემდებარონ ნარკოტესტირებას.

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნულ პრობლემას არა მხოლოდ საკონსტიტუციო სარჩელით გამოეხმაურა, არამედ, გამართა შეხვედრები და საჯარო დებატები არასამთავრობო სექტორის და სახელწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით,

„რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს ჰუმანური ნარკოპოლიტიკით და მეტი რესურსი უნდა იყოს მიმართული არა პიროვნების დასჯაზე, არამედ მისი რეაბილიტაციასა და მკურნალობაზე“.

კიდევ ერთხელ, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უარი თქვას დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რათა ამით მოქალაქეს არ შეეზღუდოს თავისუფლება, პირადი ცხოვრება, ღირსება და სამართლიანი სასამართლოს უფლება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge