კრისტინა აგილერას კონცერტის გამო, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისი დაინიშნა
- პოლიტიკა
- 27.07.2016
- 13:40
კრისტინა აგილერას კონცერტზე დასწრების მსურველთა მოთხოვნით და რეგიონის მიმართ გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზამ 30 ივლისს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა.
ამის შესახებ Black Sea Arena-ს წარმოამდგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
მატარებლის სპეციალური რეისის განრიგი ცნობილი დღის ბოლოს გახდება.
Black Sea Arena 30 ივლისს მსოფლიო პოპ-ვარსკვლავის კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200