png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

Bravo Airways-ი კიევი-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს გეგმავს

  • ეკონომიკა
  • 28.07.2016
  • 14:38
Bravo Airways-ი კიევი-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს გეგმავს

უკრაინული გამოცემა delo.ua-ს ინფორმაციით, ავიაკომპანია Bravo კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით რეგულარული ფრენების რაოდენობას გაზრდის.

სტატიაში „სად იფრენს 1-ელი აგვისტოდან უკრაინული ავიაკომპანიები“ აღნიშნულია, რომ უკრაინის ავიაციის სამსახურის მიერ დაკმაყოფილებულია ავიაკომპანია Bravo-ს მოთხოვნა საქართველოს მიმართულებით სიხშირეების ზრდაზე. უფრო კონკრეტულად კი კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებაზე.

როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, უკრაინული ავიაკომპანია Bravo Airways-ი საქართველოს მიმართულებით ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ასრულებს კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე. კვირაში 1 სიხშირით.

სააგენტოს ინფორმაციით, თავდაპირველად ავიაკომპანიას მიენიჭა 3 თვიანი ნებართვა (18 ივნისიდან – 18 სექტემბრამდე) 1 სიხშირეზე, ხოლო შემდეგ მათივე მოთხოვნით მოხდა კიდევ ერთი (6 ივლისიდან 31 აგვისტომდე) სიხშირის დამატება.

„ავიაკომპანიას მინიჭებული ჰქონდა საჰაერო მიმოსვლის განხორციელების უფლება კვირაში 2 სიხშირით, თუმცა 26 ივლისს სააგენტოში მოვიდა განაცხადი ერთი სიხშირის გაუქმების შესახებ. შესაბამისად ავიაკომპანიას კვირაში მხოლოდ 1 რეისი დარჩა“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

რაც შეეხება რეგულარულ რეისებს, რაზეც delo.ua-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს Bravo Airways-გან განაცხადი ამ დრომდე არ მიუღია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge