primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

ჩინეთსა და საქართველოს შორის 2016 წლის ბოლოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება სავსებით რეალურია

  • ეკონომიკა
  • 29.07.2016
  • 10:23
ჩინეთსა და საქართველოს შორის 2016 წლის ბოლოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება სავსებით რეალურია

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მოხსენებით გამოვიდა ჩინეთის ქალაქ ნანჩანგში გამართულ ბიზნესფორუმზე, რომელიც საქართველოს საპარტნიორო ფონდის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის, ძიანგსის პროვინციის ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოსა და „ძიანგსის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის“ ორგანიზებით გაიმართა.

ფორუმს სახელწოდებით „აბრეშუმის გზის ერთიანი ეკონომიკური სარტყელის პროექტის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთანამშრომლობის გაღრმავება,“ ქართველ გამომსვლელებთან ერთად დაესწრო 90-მდე  ჩინური კომპანიის წარმომადგენელი.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო. მან ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, აგრეთვე შეღავათიან სავაჭრო რეჟიმებზე, რომლებიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, აშშ-სთან, დსთ-სთან და მსოფლიოს სხვა წამყვან ინდუსტრიულ ქვეყნებთან ან სახელმწიფოთა გაერთიანებებთან. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა თბილისში გამართულ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მესამე რაუნდსა და მის შედეგებზე. კერძოდ, მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდის ჩატარება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს, შესაბამისად, ჩინეთსა და საქართველოს შორის 2016 წლის ბოლოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება სავსებით რეალურია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული.

„ზემოთაღნიშნული შეთანხმების შედეგად ჩვენ მნიშვნელოვნად ვზრდით სამომხმარებლო ბაზარს საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის, რაც, საბოლოო ჯამში, მსოფლიო ბაზრის 1/3 შეადგენს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს შესაძლებლობებს წარმოების მიმართულებით და მოგიწოდოთ, რომ გააფართოვოთ და გახსნათ საწარმოები ჩვენთან და განახორციელოთ ექსპორტი ყოველგვარი სირთულეების და ზედმეტი გადასახადების გარეშე სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის ევროპის 500 მილიონიან მაღალ შემსყიდველუნარიან ბაზარზე,“ – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა.

გამოსვლაში დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობას აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის ინიციატივის ფორმატში. მისი განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა გზას უხსნის თვისობრივად ახალი ტიპის თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობის ოპტიმიზაცია, ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში კოოპერაციის ხელშეწყობა, საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერება და სხვ.

ბიზნეს–ფორუმზე მოხსენები გააკეთეს აგრეთვე ჩინეთის ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა ლიუ ჩანგ ლინმა და საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

ჩინური ბიზნესის წარმომადგენლებმა მოისმინეს პრეზენტაციები საქართველოს ცალკეული საინვესტიციო პროექტების თაობაზე, რომელთა ჯამური ღირებულებაც რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარია. გაკეთდა სექტორული პრეზენტაციები, რომლის დროსაც ჩინური მხარე გაეცნო დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკაში, ინფრასტრუქტურაში, უძრავი ქონების სექტორში, ტურიზმში, სოფლის მეურნეობის სფეროებში არსებული მდგომარეობისა და შესაბამისი საინვესტიციო პროექტების შესახებ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge