primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

სებ-ი ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით მასშტაბურ კამპანიას იწყებს

  • ეკონომიკა
  • 29.07.2016
  • 11:18
სებ-ი ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით მასშტაბურ კამპანიას იწყებს

 

 29 ივლისს, სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ფინანსური განათლების თემაზე, სახელწოდებით - „ფინანსური განათლება ფინანსური კეთილდღეობისთვის“.

 

შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გახსნა. „მოხარული ვარ სავსე დარბაზის დანახვით, ვინაიდან, ეს ნიშნავს, რომ ყველა მხარე ვთანხმდებით - ჩვენი მოქალაქეების ფინანსური განათლების, ესე იგი, მათი კეთილდღეობისთვის სერიოზული ერთობლივი ნაბიჯებია გადასადგმელი და ეს პროცესი უნდა დავიწყოთ დაუყოვნებლივ“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

 

კონფერენციის მონაწილეები ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიას გაეცნენ. სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოში მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის ამაღლებას, რაც კობა გვენეტაძის თქმით, საბოლოო ჯამში, მომხმარებლების ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და მათი უფლებების ეფექტურად დაცვის წინაპირობა გახდება.

 

„ფინანსურად განათლებულ ადამიანებს შეუძლიათ გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი ფულის სესხებასთან, დაზოგვასთან და სხვა საკვანძო ფინანსურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში მაშინ, როცა ფინანსური ცოდნის არქონას შეუძლია მომხმარებლებისთვის ისეთი არასახარბიელო შედეგები გამოიწვიოს, როგორიცაა: ზედმეტი დანახარჯები ტრანზაქციების საკომისიოზე, ჭარბვალიანობა, მაღალი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე და ა.შ. ეს ყველაფერი კი მოსახლეობის ფინანსური კეთილდღეობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. გარდა ამისა, ფინანსური გაუნათლებლობის პირობებში გაცილებით მაღალია მომხმარებელთა უფლებების დარღვევის რისკი. ამდენად, ფინანსური საკითხების ცოდნა, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უნარს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, აღნიშნულმა საკითხმა სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა როგორც მოსახლეობის ფინანსური კეთილდღეობის, ისე მათი უფლებების დაცვის თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

 

ფინანსური სტრატეგიის შემუშავებაში საქართველოს ეროვნულ ბანკს კონსულტაციას საერთაშორისო ექსპერტები უწევდნენ. შონ მანდი, SBFIC-ის მიერ მოწვეული ფინანსური განათლებისა და ფინანსური მომსახურების რეგულირების სფეროს დამოუკიდებელი ბრიტანელი კონსულტანტი, აქტიურად იყო ჩართული ფინანსური სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში. აღსანიშნავია, რომ 2003-2007 წლებში მანდი უძღვებოდა დიდი ბრიტანეთის ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის შექმნისა და განხორციელების პროცესს, 2008 წლიდან კი ისეთ ორგანიზაციებს უწევს კონსულტაციას, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანული ასოციაცია (GIZ), გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი (SBFIC) და სხვ.

 

დღესვე კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოსახლეობის ფინანსური განათლებისა და ფინანსური ჩართულობის თემაზე ეროვნული ბანკის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებსაც გასცნობოდნენ.

 

„ჩვენ განვახორციელეთ ფართომასშტაბიანი კვლევა საქართველოში ფინანსური განათლებისა და ფინანსური ჩართულობის დონის შესასწავლად. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მიმდინარე ეტაპზე, ჩვენს მოსახლეობას არასაკმარისი ფინანსური განათლება აქვს საკუთარი ფინანსების სათანადოდ მართვისა და ადეკვატური, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად. კვლევის მიგნებებმა უფრო ნათლად დაგვანახა, თუ რა მიზნებითა და მიდგომებით უნდა გვეხელმძღვანელა სტრატეგიის ფარგლებში“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

ფინანსური განათლებისა და ფინანსური ჩართულობის კვლევა, რომელიც კვლევითი ორგანიზაცია „სონარის“ ჩართულობითა და „ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის“ განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერით განხორციელდა, მეტწილად ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/International Network for Financial Education (INFE))-ს საერთაშორისო კითხვარს. აღნიშნული კვლევა მოსახლეობის ფინანსური ცოდნას, ქცევასა დამოკიდებულებებს შეისწავლის; გარდა ამისა, ეს კვლევა საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ მოსახლეობის მიერ ფინანსური პროდუქტების ცოდნა და გამოყენება, შევაფასოთ შინამეურნეობების მიერ სესხების მართვის ხარისხი და განვსაზღვროთ მოსახლეობის ვალის ტვირთის მიახლოებითი დონე.

 ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით, ეროვნულმა ბანკმა დღეს კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი წარმოადგინა: სებ-მა, „ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის“ განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერით, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებსა და მომავალ ბინათმესაკუთრეებს ინფორმატიული და ადვილად აღსაქმელი ორი საგანმანათლებლო ბროშურა შესთავაზა. კონფერენციის მონაწილეებს დღეს ამ გამოცემების ნახვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, საფინანსო ინსტიტუტების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge