png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კვირიკაშვილი: ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ვიმყოფებით

  • პოლიტიკა
  • 29.07.2016
  • 18:27
კვირიკაშვილი: ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ვიმყოფებით

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ვიმყოფებით; ეს საპარლამენტო არჩევნები იქცა ჩვენი მდგრადი დემოკრატიის ტესტად და ყველანი მოწოდებული ვართ, ის უმაღლესი სტანდარტებით ჩავატაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ამბასადორიალი 2016"-ზე, საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაიხვეწა და გაცილებით გაუმჯობესდა კანონმდებლობა, ასევე, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„ამ ყველაფრის მიზანია, მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ისეთი ექსცესები, როგორიც იყო ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ უბანზე, ადგილობრივი არჩევნების დროს. ეს იყო ძალიან სამწუხარო ფაქტი და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა, თუმცა, გარკვეული პრევენციის როლიც ითამაშა მომავალი არჩევნებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს დეტალურად ესაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგის შესახებ, რომელიც განათლების სისტემის ძირეულ რეფორმას, ეკონომიკური რეფეორმების ბლოკს, მმართველობის რეფორმას და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას გულისხმობს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელებას საქართველოს განვითარების უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი გარღვევის მოხდენა შეუძლია. 

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ელჩების როლი, მთავრობის რეფორმების გეგმის განხორციელების პროცესში და განაცხადა, რომ მათი ჩართულობა გადამწყვეტია.

"მიხარია, რომ საქართველოს ჰყავს ასეთი გამორჩეული დიპლომატიური კორპუსი, ბევრ თქვენგანს პირადად ვიცნობ და ვფიქრობ, დიპლომატიურ კორპუსში ასეთი ადამიანების ყოლა ნებისმიერი ქვეყნისთვის პატივი იქნებოდა", - მიმართა პრემიერმა ქართველ დიპლომატებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსაც დაუთმო.

შეხვედრა საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
  • 07:53
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge